ვოლოდიმირ ზელენსკი კობახიძესთან შეხვედრაზე - ჩვენს ქვეყნებს შორის გადაუჭრელი საკითხები მართლაც არსებობს, მნიშვნელოვანია, დიალოგი ყველა დონეზე იყოს
ირაკლი კობახიძე ზელენსკისთან შეხვედრაზე - იყო მეგობრული და საინტერესო საუბარი
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
„ევროპული სკოლამ“ საგანმანათლებლო ინოვაციების საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა
მიხეილ სააკაშვილი - რამდენიმე კარგი ამბავი უნდა გითხრათ
ერევანში ვოლოდიმირ ზელენსკის და ირაკლი კობახიძის შეხვედრა გაიმართა
ირაკლი კობახიძე - მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება მივმართო ევროპელ ლიდერებს
ადმირალი ბრედ კუპერი - ჰორმუზის სრუტიდან გემების გაყვანის ოპერაციას 15 000 პერსონალი და 100-ზე მეტი თვითმფრინავი დაუჭერს მხარს

მამუკა ხაზარაძე: მესამე შეიძლება ივანიშვილი იყოს, თუ სააკაშვილს დროზე არ მიეცა სიცოცხლის შენარჩუნების უფლება

06.12.2022 ნახვები: 694

იმედია, დადგება დრო და სააკაშვილი თავად იტყვის, ვინ დაარწმუნა საქართველოში ჩამოსვლის გადაწყვეტილება მიეღო, ვინ მისცა გარანტიები, რომ ამ დღეში არ ჩავარდებოდა, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე აცხადებს.


ხაზარაძის თქმით, სააკაშვილის მიმართაც იგივე სცენარია დაწერილი, რაც ზვიად გამსახურდიას შემთხვევაში იყო. მისივე განმარტებით, სცენარი როგორც საქართველოში, ასევე რუსეთის სპეცსამსახურებშია დაწერილი და ქართველების ხელით ხდება უმრავლესობით არჩეული პრეზიდენტის მკვლელობა.

„30 წელი ქართულ პოლიტიკას ვუყურებთ, იმედით ვიწყებთ ყველა არჩევნებს, იმ იმედით, რომ აი, ახლა გვეშველება, ახლა დაიწყება ის, რაც ნორმალურ და ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება, ის, რომ ადამიანი, მოქალაქე იქნება დაცული, თუმცა...

უმრავლესობით ვირჩევთ პრეზიდენტებს, თითქმის ერთხმად, ერთსულოვნად და შემდეგ, ყოველ ჯერზე ამ ლიდერის განადგურებით ვართ დაკავებული. სახალხო სანახაობის ფონზე აღტყინებულები და განაბულები მისი სასაკლაოზე გაყვანის ფინალური სერიის მოლოდინში შევცქერით სისხლიან დასასრულს.

ახლაც იგივე ხდება, რაც 30 წლის წინ. პრეზიდენტ გამსახურდიას მკვლელობა დიდი ღალატის შედეგი იყო, ღალატის, რომელშიც მისი გარემოცვა და მტრები თანაბრად მონაწილეობდნენ. მაშინ საღმა აზრმა ვერ გაიმარჯვა, პრეზიდენტი მოვკალით! დიახ, ყველამ ერთად მოვკალით, მიუხედავად მომხრისა თუ მოწინააღმდეგისა, ის მოკლა ღალატმა, რომელიც პროცესების თანმხლები იყო, როგორც ქართული ფენომენი.

სააკაშვილის მიმართაც იგივე სცენარია დაწერილი, როგორც აქ, ასევე რუსეთის სპეცსამსახურებში, ზუსტად ისე, როგორც გამსახურდიას დროს, მაშინაც და ახლაც ქართველების ხელით ხდება ერთ დროს უმრავლესობით არჩეული პრეზიდენტის მკვლელობა.

არაბული ანდაზაა: „ის, რაც ერთხელ ხდება, არაა აუცილებელი მეორედ მოხდეს და თუ ორჯერ ხდება, მესამედ და კიდევ ბევრჯერ აუცილებლად მოხდებაო“. მესამე შეიძლება ივანიშვილი იყოს, თუ სააკაშვილს დროზე არ მიეცა სიცოცხლის შენარჩუნების უფლება, ამაში დარწმუნებული ვარ და მთელი გულით არ მინდა, რომ ასე მოხდეს...

უნდა დამთავრდეს პოლიტიკური ვენდეტა, რევანში და შურისძიება! იმედია, დადგება დრო და სააკაშვილი თავად იტყვის, ვინ დაარწმუნა საქართველოში ჩამოსვლის გადაწყვეტილება მიეღო, ვინ მისცა გარანტიები, რომ ამ დღეში არ ჩავარდებოდა, “არაფერი არს დამალული რაც არ გამჟღავნდების”.

დავფიქრდეთ ყველა, დავსვათ წერტილი, დავიწყოთ სუფთა ფურცლიდან ამ რთულ და ქვეყნისთვის უამრავი გამოწვევების სავსე დროს. მერე გვიან იქნება, მერე ვეღარ გავაჩერებთ ზვავს, რომელიც წაგვლეკავს, ეს კი ის სცენარია, რომელიც აწყობს ჩვენს მტერს!

გონს მოვიდეთ! დავამარცხოთ ეს ისტორიული ღალატი ერთმანეთის და ქვეყნის მიმართ!“, - აცხადებს ხაზარაძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა