მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

პაატა მანჯგალაძე:ღარიბაშვილი თუ ასე ღრმადმორწმუნეა, თავად შეუძლია მიიღოს დარიშხანი და დაელოდოს ღმერთის ნების აღსრულებას

ნახვები: 483 პაატა მანჯგალაძე:ღარიბაშვილი თუ ასე ღრმადმორწმუნეა, თავად შეუძლია მიიღოს დარიშხანი და დაელოდოს ღმერთის ნების აღსრულებას

ღარიბაშვილი თუ ასე ღრმადმორწმუნეა, თავად შეუძლია მიიღოს დარიშხანი და შემდეგ დაელოდოს ღმერთის ნების აღსრულებას,- ასე ეხმიანება „სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატი პაატა მანჯგალაძე ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პრემიერ- მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას.

როგორც მან აღნიშნა, დაწყებულია პროპაგანდა, რომ მიხეილ სააკაშვილი თვითგანადგურებას ეწევა და ამ გზით პასუხისმგებლობის თავიდან არიდება სურთ.

„წინასწარ გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა ვნახეთ ჩვენ ღარიბაშვილის და "ქართული ოცნების" მხრიდან. დაწყებულია ძალიან ბინძური პროპაგანდა, რომ თურმე სააკაშვილი თვითგანადგურებას ეწევა და მისი ჯანმრთელობა მათი პასუხისმგებლობა არ არის. ღარიბაშვილი უფრო შორს წავიდა და ეს ყველაფერი ღმერთს დააბრალა. სააკაშვილთან დაკავშირებით სახეზეა აშკარა შეთქმულება. ღარიბაშვილი თუ ასე ღრმადმორწმუნეა, შეუძლია თავად მიიღოს დარიშხანი და შემდეგ დაელოდოს ღმერთის ნების აღსრულებას”, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა