მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

გიული ალასანია:მიხეილ სააკაშვილს სურვილი აქვს, ხალხმა დაინახოს

ნახვები: 502 გიული ალასანია:მიხეილ სააკაშვილს სურვილი აქვს, ხალხმა დაინახოს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ვარაუდობს, რომ სააკაშვილი თანახმა იქნება სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩაერთოს.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერა სჭირდება.

„მე მგონია, {სასამართლოში} არ გაუშვებენ. ადამიანს დაჯდომაც უჭირს. არ ვიცი, რა ფორმით მოხდება. მე ვფიქრობ, რომ დისტანციურად, ნებისმიერი ფორმით რომ ჩაერთოს, თანახმა იქნება. თანადგომა მინდა. ჩემი შვილის მხარდაჭერა. სახელმწიფო ხომ მან ააშენა?!.

ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, როგორც ყოველთვის. სასამართლოზე ლეპროპით დასწრების შესაძლებლობა, მგონი, არის. გაშვებაზე საერთოდ ლაპარაკიც არ არის, მაგრამ, მე მგონი, შესაძლებელია, რომ რაღაც ფორმით დაესწროს. არ ვიცი დღევანდელი სასამართლოს იმედი რამდენად გვაქვს, მაგრამ ხალხმა რონ დაინახოს, ამის სურვილი მიხეილ სააკაშვილს ნამდვილად აქვს.

მე სასამართლოსთან ჩავიარე და იქაურობა პოლიციით არის გადავსებული. მე არ ვიცი, იქ ჩვეულებრივი ადამიანების ადგილი თუ დარჩა“, - განაცხადა გიული ალასანიამ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზეა დანიშნული. მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადადებასთან დაკავშირებით ადვოკატების შუამდგომლობაზე მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს.

პარალელურად, საქალაქო სასამართლოსთან შეკრებას და აქციას გეგმავენ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და პოლიტიკოსები.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა