ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინულ დელეგაციას საჭირო დირექტივები გააჩნია, და მათგან მკაფიო უკრაინულ პრიორიტებებთან შესაბამის მუშაობას მოველი
მერაბ შარიქაძემ MMA-ის სადებიუტო ბრძოლაში გამარჯვება მოიპოვა
ჯეიმს მაკკლირი - მხარს ვუჭერთ ქართველებს “ქართულ ოცნებასთან” წინააღმდეგობაში
შალვა პაპუაშვილი - ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადების ყველა სიტყვას კიდევ ერთხელ ვაწერთ ხელს
შალვა პაპუაშვილი - ბრიუსელი დღეს ფარისევლობის სიმბოლოდ იქცა
ნინო ლომჯარია სპორტსმენებს - გულშემატკივარი უნდა გიყვარდეთ და გესმოდეთ მათი არა მხოლოდ ტრიბუნაზე, არამედ ციხეშიც, არა მხოლოდ გალაღებული, არამედ ნაცემიც და დაჩაგრულიც
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - შვედეთი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას
მიხეილ ჯანელიძე - საქართველოს ევროკავშირთან დაშორება დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს

არასოდეს შეაბათ ნაძვის ხეს შავი ლენტები და როცა ხალხი ზეიმობს, სიკვდილზე არ ისაუბროთ, მერე რა თუ თქვენ არ გეზეიმებათ-მირცხულავას მწვავე რეაქცია

09.12.2022 ნახვები: 2921

"7-8 აგვისტოს გარდა, ვინმეს გმირები გახსენდებათ, გადაცემებს უძღვნით, თაობებს ზრდით ჰეროიკით თუ ამაშიც ივანიშვილი და სააკაშვილი გიშლიდნენ და გიშლიან ხელს? იმ 17 ბიჭის გვარი რამდენმა იცის საქართველოში და თუ არ იციან, ეს მედიის ბრალია პირველ რიგში, ხვდებით?",-ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა წერს. 
 
 
"როდესაც სოხუმი იბომბებოდა, და თვით გალშიც კი 400-800 კაციან ქორწილებს იხდიდნენ, სხვა ქართველებმა ფანჯარა გაჭრეს აღმოსავლეთისკენ - დუბაიში. 2008 წლის აგვისტოში თბილისი იბომბებოდა, 11 აგვისტოს სულ აგერ, შინდისში სენაკის მეორე ბრიგადის ჩვიდმეტი ჯარისკაცი გმირულად დაიღუპა და... და ის, რომ უფრო აგერ სანაპიროზე, ბელიაშვილზე და ლამის ყველგან, აქ - ამავე თბილისში, რესტორნები გადავსებული იყო... დაღუპულთა ცხონებას და მშვიდობის სადღეგრძელოებს ყანწების ტრიალით ამბობდნენ გრუზინები.
ახლა უკრაინაშია ომი და ახალი წლის დედაც ჯეკო....
ამ სიტყვების რამდენი ავტორია იმ ამბების მომსწრე და მონაწილე?
განსაკუთრებით რომ პრადვინუტი პოლიტიკოსები, მედია და მედიის წარმომადგენლები აქტიურობენ, აბა მითხარით 7-8 აგვისტოს გარდა, ვინმეს გმირები გახსენდებათ, გადაცემებს უძღვნით, თაობებს ზრდით ჰეროიკით თუ ამაშიც ივანიშვილი და სააკაშვილი გიშლიდნენ და გიშლიან ხელს? იმ 17 ბიჭის გვარი რამდენმა იცის საქართველოში და თუ არ იციან, ეს მედიის ბრალია პირველ რიგში, ხვდებით?
სანაცვლოდ, ის გრუზინები რომ გყავდათ წლები და გყავთ კიდეც, ეკრანებზე წამოპლაკულები ეგაა უბედურება.
მთავარ ნაძვის ხეს, რომელიც სულაც არ არის შენი და იმ ბავშვისაა, ომი კი არა, ჯერ კარგი და ცუდი რომ არ იცის, შავი ლენტით მოურთავ - ეგ არ არის პოლიტიკა, მერწმუნეთ. რაც არის იმ სახელს აქ არ დავწერ.
არც ის არის საზოგადოებრივი აზრის წარმატებული ფორმირება და სამშობლოზე გულის ტკივილი, ვითომ სხვისი შვილებისთვის წინასწარ რომ დაითუთქავ გულს და ბავშვებისა თუ ბავშვის გარდაუვალ თუ მოსალოდნელ სიკვდილზე დაიწყებ საუბარს, იქ, სადაც,რომც იყოს, სიკვდილიც კი უნდა გაალამაზო.
ხალხი არაფერზე არ რეაგირებსო - ეს საახალწლო ზეიმი პროტესტია და ინდიკაციაა იმისი, რომ გაიგოთ ხალხს რა უნდა, რა სურს. ბედნიერების, სიხარულის, სიყვარულის ბევრი სიტყვა და ნიუსი. ამ დროს აიჭრება და გადაირევა ერთ ცუდზე, ერთ სიმახინჯეზე. სულ სიმახინჯეს თუ მოუყვებით და დაანახებთ მრუდე სარკეში, რასაც ისინი თქვენზე უფრო რეალურად ხედავენ და გრძნობენ, ერთით მეტს ეტყვით თუ ერთით ნაკლებს ამაზე რეაგირება არ ექნებათ.
გენიალური ფილმია "ჯარისკაცის მამა", გახსოვთ ახალი წლის სცენა? ჰო, ომშიც კი ახალი წელი სხვაგვარია. ომშიც კი ამ დროს ღირსეული მოწინააღმდეგეები სროლას წყვეტენ.
სარეცელს მიჯაჭვულ უგონო დედაჩემს ვეხვეწებოდი ახალი წლის წინა დღეებში - ახლა სიკვდილი არ შეიძლება დედა - ბავშვებს, მეზობლებს ნუ ჩავამწარებთ ახალ წელს მეთქი. იმანაც კი მომისმინა - გონწართმეულმა.
საქართველოში ასე იყო მუდამ, თუ მაინც ვინმე გარდაიცვლებოდა ახალი წლის დღეებში, ჭირისუფალი მოუხმობდა მეზობლებს და ეტყოდა - "ახალი წელია, სამ რიცხვში გადმოდით, მანამ არა" და სახლის კარებს დაკეტავდნენ, სიკვდილს ოთახში ამწყვდევდნენ.
ჰო და ასე, ჩვენს ბიჭებს იქ, უკრაინაში გამარჯვებები, ჩვენს ქვეყანას გამარჯვებები, ჩვენ კი გონიერება და მინიმალურად მაინც ერთმანეთის დანდობა დაგვბედებოდეს.
ღმერთმა ნუ ქნას, რომ საქართველოში მთავარი ნაძვის ხე არ აინთოს და ქართველს ახალი წლის შემობრძანება არ უხაროდეს.
არასოდეს შეაბათ ნაძვის ხეს შავი ლენტები და როცა ხალხი ზეიმობს, სიკვდილზე არ ისაუბროთ, მერე რა თუ თქვენ არ გეზეიმებათ.
ნურასოდეს გექნებათ მცდელობა ბავშვებს წაართვათ ახალი წელი - ნუ იქნებით გრინჩები.",- წერს მირცხულავა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა