ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

გიორგი მარგველაშვილი: მივიღებთ ომს, ოღონდ ისეთ ომს, როგორიც ვერ წარმოგიდგენიათ, ქართველ ჯარისკაცებს წაიყვანენ რუსები უკრაინაში უკრაინელების დასახოცად

ნახვები: 748 გიორგი მარგველაშვილი: მივიღებთ ომს, ოღონდ ისეთ ომს, როგორიც ვერ წარმოგიდგენიათ, ქართველ ჯარისკაცებს წაიყვანენ რუსები უკრაინაში უკრაინელების დასახოცად

"ომი ვისაც არ გინდათ, გააჩერეთ ეს რეჟიმი და გამოხატეთ პოზიცია",-ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა

“თუ ავყვებით იმ რიტორიკას, რომ ომი არ გვინდა, ჩემო კარგებო, მივიღებთ ომს, ოღონდ მივიღებთ ისეთ ომს, როგორიც ვერ წარმოგიდგენიათ, ქართველ ჯარისკაცებს წაიყვანენ რუსები უკრაინაში უკრაინელების დასახოცად. აი, ასეთ ომს მივიღებთ, ეს არის მომავალი, გგონიათ, რომ ვამეტებ? რას აკეთებენ დღეს ჩეჩნები? არ არიან ჩეჩნები ვაჟკაცი ხალხი? იმ ხალხის შვილები არ იბრძვიან დღეს პუტინის მხარეს, რომელთა მშობლებიც პუტინმა ამოხოცა? არ არის ეს არარეალური პერსპექტივა. ასე რომ, ომი ვისაც არ გინდათ, გააჩერეთ ეს რეჟიმი და გამოხატეთ პოზიცია.”,-განაცხადა მარგველაშვილმა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა