მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის საკითხთან დაკავშირებით მიმართვის ვადა ორი წლით ხანგრძლივდება

ნახვები: 667 საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის საკითხთან დაკავშირებით მიმართვის ვადა ორი წლით ხანგრძლივდება

საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის საკითხთან დაკავშირებით მიმართვის ვადა ორი წლით ხანგრძლივდება. შესაბამისი ცვლილებები „მოქალაქეობის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიციატორები უმრავლესობის წევრები ბექა ოდიშარია, მიხეილ სარჯველაძე, ალუდა ღუდუშაური, გივი ჭიჭინაძე არიან.

კანონპროექტით განმარტებულია, რომ საქართველოს ყოფილ მოქალაქეებს, ასევე იმ მოქალაქეებს, რომელთა მიმართაც 2018 წლის 15 აგვისტომდე არ იყო მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეობის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგვის თაობაზე, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის ან შენარჩუნების მოთხოვნით მიმართვის დროებითი უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 31 დეკემბრიდან 2024 წლის 31 დეკემბრამდე გაუხანგრძლივდებათ.

ამასთან, კანონპროექტით განისაზღვრება, რომ 2022 წლის 31 დეკემბრიდან 2024 წლის 31 დეკემბრამდე ხანგრძლივდება კანონის იმ მუხლების მოქმედების ვადა, რომლებიც ადგენენ 1993 წლამდე დაბადებული პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენის პირობებს და საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების სპეციალურ წესს. დეპუტატთა ცნობით, 2018 წელს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით სააგენტოს მიმართა 1935-მა, ხოლო 2019 წელს – 2044-მა საქართველოს ყოფილმა მოქალაქემ.

საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების დროებითი უფლებით კი, 2018 წელს ისარგებლა 3120-მა, ხოლო 2019 წელს 7234-მა მოქალაქემ. მათი განმარტებით, 2020 წელს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით სააგენტოს მიმართა 1217-მა საქართველოს ყოფილმა მოქალაქემ, ხოლო საქართველოს 3186-მა მოქალაქემ მოითხოვა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა