მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

კახა კალაძე:რა არის პრობლემა იმაში, რომ ადამიანები, რომლებსაც არ მოსწონთ, რაც ხდება რუსეთში, შემოდიან საქართველოში?

ნახვები: 694 კახა კალაძე:რა არის პრობლემა იმაში, რომ ადამიანები, რომლებსაც არ მოსწონთ, რაც ხდება რუსეთში, შემოდიან საქართველოში?

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თუ რუსეთი საქართველოში პირდაპირი ფრენების გადაწყვეტილებას მიიღებს, ამაში პრობლემას ვერ ხედავს.

მისი თქმით, პრობლემა არ არის ის, რომ ადამიანები, რომლებსაც არ მოსწონთ, რაც ხდება რუსეთში, შემოდიან საქართველოში.

„რუსეთიდან საქართველოში პირდაპირი ფრენები არ არის, თუმცა რუსეთის მოქალაქეები ჩვეულებრივად შემოდიან. გარდა ამისა, ჩვენი უამრავი თანამემამულე ცხოვრობს რუსეთის სხვადასხვა ქალაქში. თუ მათი მხრიდან იქნება გადაწყვეტილება პირდაპირი ფრენების, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. რა არის პრობლემა იმაში, რომ ის ადამიანები, რომლებსაც არ მოსწონთ ის, რაც ხდება რუსეთში, რაც ხდება უკრაინაში, შემოდიან საქართველოში? არა მხოლოდ რუსეთის, არამედ ბელარუსის მოქალაქეებიც შემოდიან. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ის არის, რომ მილიონამდე ჩვენი მოქალაქე ცხოვრობს რუსეთში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა