გოგი ჩახუნაშვილი - კლინიკური კვლევა მიმართული იყო იქით, რომ ჯანდაცვის სამინისტრო გამოფხიზლებულიყო და ადამიანებს არ გართულებოდათ რაიმე
Air Defense Forces down 83 of 111 drones launched by Russia in evening attack on Ukraine
War update: over 200 combat engagements in 24 hrs, Pokrovsk under heaviest assault
Kremlin says no compromise reached with Americans on peace plan for Ukraine
Fuel depot destroyed in Russia's Tambov region – CPD
Russia's war casualty toll in Ukraine up by 910 over past day
Donetsk region remains main point of dispute in negotiations – Rubio
European Commission suggests way to provide Russian assets to Ukraine without risks for Belgium

გიორგი გაბუნია ნაცმოძრაობაზე: ჯულიეტა ვაშაყმაძე ტელევიზიაში რომ მისულიყო, მას შენობაში არ შეუშვებდნენ. ეს იყო პოლიტიკის ნაწილი, რაც ძალიან ცუდად შემოუტრიალდა, არამარტო მაშინდელ ხელისუფლებას, მთლიანად ქვეყანას

13.12.2022 ნახვები: 628

სახლში რომ ჩაიკეტა, ესეც მისი პრინციპულობის საკითხი იყო. მე, ან ვიქნები პირველ არხზე, ან არ ვიქნები არსად. ვეუბნებოდი, რომ არ შეიძლება, იბრძოლე, ახლა სხვანაირად, თვითიზოლაციაში ნუ მოაქცევ თავს. გამოშვება მოხდა ცუდად, რა თქმა უნდა. სინამდვილეში, იმ ნაკადის ნაწილი იყო, სამწუხაროდ, რასაც შემდეგ დაერქვა “ჩარეცხილები” - ამის შესახებ ტელეკომპანია ,,მთავარი არხის’’ გენერალურმა დირექტორმა გიორგი გაბუნიამ ,,რადიო თავისუფლების“ ეთერში გოგი გვახარიას გადაცემა ,,შვილში’’ განაცხადა. გიორგი გაბუნიამ გადაცემაში ისაუბრა დედის, ტელეწამყვან ჯულიეტა ვაშაყმაძის, საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გამოშვების შესახებ. მან გაიხსენა ვარდების რევოლუციის შემდგომი პერიოდი, როდესაც ხელისუფლების მიერ, ასაკოვან თაობას “ჩარეცხილები” დაერქვათ. როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ლეგენდა, ჯულიეტა ვაშაყმაძე რომ მისულიყო იმ დროს ტელევიზიაში, მას უბრალოდ, შენობაში აღარ შეუშვებდნენ. ,,რევოლუციის შემდეგ, 2004-ში დაახლოებით ზაფხული იყო, როდესაც ტელევიზიაში იყო რაღაც, საუბრები, რომ კონტრაქტებზე უნდა გადაგიყვანოთ, მაგრამ ამან ძალიან პრინციპულად თქვა, რომ რას ქვია თქვენ, ერთ თვიან კონტრაქტზე გადამიყვანოთ, მე ჯულიეტა ვაშაყმაძე ვარ, რას ნიშნავს დამიდოთ ერთ თვიანი კონტრაქტი, რომ ერთი თვის შემდეგ, ან გაგიგრძელებთ იმ კონტრაქტს, ან - არა. პრინციპულად არ მოაწერა ამას ხელი და მახსოვს, რომ ამას ამბობდა. ფოიეში პირველი არხის სია იყო ასეთი ამობეჭდილი, ვინ არიან გაშვებულები და ვისი შეშვება აღარ შეიძლება შენობაში დაბოლოს, სულ ბოლოში, სიაში პასტით მიაწერეს - ჯულიეტა ვაშაყმაძე. ბოლოს, რომ მივიდა აღმოაჩინა, რომ პასტით არის მიწერილი მისი სახელი და მორჩა, მას ჩაეკეტა ტელევიზია. ის ტელევიზიაში უბრალოდ, აღარ მივიდა, რა თქმა უნდა, მისი თავმოყვარეობიდან გამომდინარე, მაგ მდგომარეობაში თავს აღარ ჩაიგდებდა, მაგრამ წარმოიდგინეთ, ჯულიეტა ვაშაყმაძე რომ მისულიყო, მას შენობაში არ შეუშვებდნენ. ეს იყო იმ პოლიტიკის ნაწილი, რომ ძველი თაობა, რაღაცნაირად, გავწიოთ გვერდით და შევცვალოთ ახლით. გასაგებია, ცვლა ბუნებრივად, ისედაც ხდება და ისედაც უნდა მოხდეს, ხომ? სამუდამოდ, ჯულიეტა ვაშაყმაძე ისედაც ვერ იქნებოდა იქ, მაგრამ… კიდევ ერთხელ, გეუბნებით, ადამიანია, რომელსაც სიცოცხლეშივე ლეგენდად მოიხსენიებდნენ, ერთი ხელის მოსმით მთელი ამ თაობის გვერდით გაწევა, არ შეიძლებოდა და ძალიან ცუდად შემოუტრიალდა, არამარტო ხელისუფლებას, მთლიანად - ქვეყანას,’’ - განაცხადა გაბუნიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა