მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

ანი წითლიძე - თუ ხელისუფლებას პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად მსხვერპლი სჭირდება, დაე, ეს მსხვერპლი მე ვიყო

ნახვები: 675 ანი წითლიძე - თუ ხელისუფლებას პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად მსხვერპლი სჭირდება, დაე, ეს მსხვერპლი მე ვიყო

თუ ამ ხელისუფლებას პრეზიდენტის სიცოცხლის გადასარჩენად სჭირდება მსხვერპლი, დაე, ეს მსხვერპლი მე ვიყო, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, ანი წითლიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შიმშილობას იწყებს.

ანი წითლიძის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმებული არ არის, რისთვისაც ბოდიშს უხდის.

„მინდა პირველ რიგში საზოგადოებას მოვუხადო ბოდიში. ჩვენი მიზანი არ არის ცუდი ემოციებისგან თქვენი დატვირთვა. მინდა ბოდიში მოვუხადო პრეზიდენტ სააკაშვილს, რომ ეს გადაწყვეტილება მასთან შეთანხმებული არ არის, მაგრამ არ შემიძლია ვუყურო პრეზიდენტ სააკაშვილის, ჩვენი თანამებრძოლის, ლიდერის და მეგობრის სიკვდილს ციხეში და არ გავაკეთო მაქსიმუმი იმისთვის, რომ პრეზიდენტის სიცოცხლე და ჯანმრთელობა გადავარჩინო. თუ ამ ხელისუფლებას პრეზიდენტის სიცოცხლის გადასარჩენად სჭირდება მსხვერპლი, დაე, ეს მსხვერპლი მე ვიყო. ამიტომ, მე, ჩემს მეგობრებთან ერთად შიმშილობას ვიწყებ მანამ, სანამ პრეზიდენტ სააკაშვილს არ ექნება შესაძლებლობა, რომ გადარჩეს“,-განაცხადა წითლიძემ.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა დავით კირკიტაძემ, ანა წითლიძემ და აბდულა ისმაილოვმა პარლამენტში შიმშილობა დაიწყეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა