ევროკავშირი: ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს იურიდიული ძალა არ აქვს — რუსეთის ქმედებები უკანონო ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯებია
გიორგი ჩახუნაშვილი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა — „დღეს გათავისუფლებას ნამდვილად არ ველოდებოდი“
საგარეო უწყება: ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები უკანონოა და ვერ წარმოშობს საერთაშორისო-სამართლებრივ შედეგს
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის SOC ჯგუფი: რუსეთმა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ანექსიისკენ მიმართული ძალისხმევა გააძლიერა
კობახიძე: სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო წლის ბოლომდე დაიხურება — „ენჯეო“ ხელოვნურად მოგონილი ფენომენია
კობახიძე „ნამახვანჰესზე“: იყო პირდაპირი საბოტაჟი — შესაძლოა, იმპორტიორ კომპანიებსაც ჰქონოდათ პროტესტის დაფინანსების ინტერესი
კობახიძე ლილუაშვილზე: ილაპარაკოს, რაც უნდა — ჩვენი ხელისუფლება იმდენად სუფთად მუშაობს, ასეთ საუბრებს შედეგი არ აქვს
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი: რუსეთის დაზვერვის ქსელი აშშ-ში ცნობილი რუსი დისიდენტის მკვლელობას გეგმავდა

გიული ალასანია - მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ გავრცელებული კადრები პოლიტიკური პორნოგრაფიაა

ნახვები: 724 გიული ალასანია - მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ გავრცელებული კადრები პოლიტიკური პორნოგრაფიაა

მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ გავრცელებული კადრები პოლიტიკური პორნოგრაფიაა, ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დედამ გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მოანუხულების შემდგომ განაცხადა.

„როგორც შევამჩნიე, გავრცელებული კადრები ყველაზე აქტუალურია. თვითონ მას მიაჩნია, რომ პოლიტიკური პორნოგრაფია, რაც მან ნახა. სხვათაშორის, ერთ-ერთ კადრში მეც ვარ. ვიღაც თავის მომჭრელებმა თავი მომჭრეს კადრში, მაგრამ ეს ნამდვილად მე ვარ. მე რომ ვნახე, ისევ ისე ძალიან გამხდარი და უჭმელი იყო. უმადობა აქვს. ცოტა ხანი ვიყავი და არც კი მიკითხავს სიცხე და რაღაც, ალბათ ჩვეულებრივადაა, ორი დღე არ ვყოფილვარ“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების მიერ შიმშილობის გამოცხადებას, გიული ალასანიას თქმით, სააკაშვილი ამისთვის მადლობელია.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გუშინ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრები ამოაქვეყნა.

დღეს კი, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა, დავით კირკიტაძემ, ანა წითლიძემ და აბდულა ისმაილოვმა შიმშილობა დაიწყეს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა