ევროკავშირი: ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს იურიდიული ძალა არ აქვს — რუსეთის ქმედებები უკანონო ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯებია
გიორგი ჩახუნაშვილი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა — „დღეს გათავისუფლებას ნამდვილად არ ველოდებოდი“
საგარეო უწყება: ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები უკანონოა და ვერ წარმოშობს საერთაშორისო-სამართლებრივ შედეგს
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის SOC ჯგუფი: რუსეთმა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ანექსიისკენ მიმართული ძალისხმევა გააძლიერა
კობახიძე: სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო წლის ბოლომდე დაიხურება — „ენჯეო“ ხელოვნურად მოგონილი ფენომენია
კობახიძე „ნამახვანჰესზე“: იყო პირდაპირი საბოტაჟი — შესაძლოა, იმპორტიორ კომპანიებსაც ჰქონოდათ პროტესტის დაფინანსების ინტერესი
კობახიძე ლილუაშვილზე: ილაპარაკოს, რაც უნდა — ჩვენი ხელისუფლება იმდენად სუფთად მუშაობს, ასეთ საუბრებს შედეგი არ აქვს
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი: რუსეთის დაზვერვის ქსელი აშშ-ში ცნობილი რუსი დისიდენტის მკვლელობას გეგმავდა

ყოფილ ირანელ ფეხბურთელს საჯაროდ ჩამოახრჩობენ...

ნახვები: 724 ყოფილ ირანელ ფეხბურთელს საჯაროდ ჩამოახრჩობენ...
ყოფილ ირანელ ფეხბურთელს, ამირ ნასრ-აზადანის, ქალთა უფლებების დაცვის კამპანიაში ჩართვისთვის ჩამოხრჩობა მიუსაჯეს.

 

მოგეხსენებათ, რამდენიმე თვის წინ 22 წლის მაჰსა ამინი ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო მორალის პოლიციამ დააკავა. გარდაცვალების შემდეგ ირა­ნის უშიშ­რო­ე­ბის ძა­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ამი­ნი მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­ე­ცა და გო­ნე­ბა და­კარ­გა. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, 16 სექ­ტემ­ბერს კი გო­გო­ნა ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ირა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, გო­გო­ნას ეპი­ლეფ­სია და სხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბი აწუ­ხებ­და, თუმ­ცა მისი ოჯა­ხი ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას უარ­ყოფს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცნო­ბით, გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი გუ­ლის შე­ტე­ვა გახ­და, თვითმხილ­ვე­ლე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი კი ამ­ბო­ბენ, 
რომ გო­გო­ნა და­კა­ვე­ბის ად­გილ­ზე პო­ლი­ცი­ის მიერ ცე­მის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი ტრავ­მე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა.

ტრაგიკული ამბის შემდეგ ქვეყანა საპროტესტო აქციებმა მოიცვა, ირანის ხელისუფლებას კი ამასთან დაკავშირებით თავისი შეხედულება აქვს - სჯის ყველას, ვინც ქალთა უფლებებზე ხმამაღლა საუბრობს. ბოლოს ასეთი 26 წლის ყოფილი სპორტსმენი გახდა...

საინფორმაციო სააგენტო Mizan-ის ცნობით, ნასრ-აზადანის იგივე ბედი ეწევა, რაც მოჭიდავე მაიდ რეზა რანავარდს... მოგეხსენებათ, მაშინ მაიდიც საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის საჯაროდ ჩამოახრჩეს...

FIFPRO (მსოფლიოს მასშტაბით პროფესიონალი ფეხბურთელების უფლებათა დამცველი ორგანო) აკრიტიკებს გადაწყვეტილებას და სასწრაფოდ მის გაუქმებას მოითხოვს.

"FIFPRO გაოგნებული და შეწუხებულია ნასრ-აზადანის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებით, რომელიც დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც საკუთარ ქვეყანაში ქალების უფლებების დაცვისთვის ბრძოლა დაიწყო. ჩვენ ამირს სოლიდარობას ვუცხადებთ და მოვითხოვთ, რომ სასჯელი გაუქმდეს" - წერს ორგანიზაცია სოციალურ ქსელში.
 
მომზადებულია AS-ის მიხედვით
 
sportall.ge
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა