ნოროვირუსის შემთხვევების გამოვლენის შემდეგ თბილისის საბავშვო ბაღები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ
გოგნის ტყე: ვიკამათოთ ფაქტებით
France to srengthen Ukraine’s air defense with radars, interceptor missiles — Macron
FM Sybiha criticizes Budapest’s stance on Ukraine, says Orbán has gone, but his policies thriving
Zelensky meets with U.S. senators to discuss sanctions, anti-ballistic protection
შსს: ძმები დავით და გიორგი ფეიქრიშვილები და კიდევ ერთი პირი გამოძალვისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს
წლის ბოლომდე დასახური სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოსთვის 2026 წლის ბიუჯეტში 1,65 მილიონი ლარია გათვალისწინებული
თბილისში ძმები დავით და გიორგი ფეიქრიშვილები დააკავეს

ირაკლი კობახიძე:უკვე ძალიან ძვირი დაუჯდა სახელმწიფოს სააკაშვილის ყოფნა აქ, როგორც ვიცი 200 000 ლარზე მეტია ხარჯი ამ 400 დღის განმავლობაში

ნახვები: 697 ირაკლი კობახიძე:უკვე ძალიან ძვირი დაუჯდა სახელმწიფოს სააკაშვილის ყოფნა აქ, როგორც ვიცი 200 000 ლარზე მეტია ხარჯი ამ 400 დღის განმავლობაში

სხვათა შორის, უკვე ძალიან ძვირი დაუჯდა სახელმწიფოს სააკაშვილის აქ ყოფნა. როგორც ვიცი 200 000 ლარზე მეტია ხარჯი ამ 400 დღის განმავლობაში და ამ ხარჯებს თავის თავზე იღებს სახელმწიფო. თუმცა ეს ხარჯები არაფერია იმ დანაკარგებთან შედარებით, რაც ჩვენმა ქვეყანამ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მიიღო, – ამის შესახებ პარტია ქართული „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, იუსტიციის მინისტრის მხრიდან გაკეთდა შეთავაზება, რომ ჩამოიყვანონ ნებისმიერი უცხოელი ექიმი.

„იყო, ცალმხრივი კამპანია, იქიდან ფეიკ კამპანია და აქედან იყო არაფერი, შეთავაზებები, მოფერება. არის საავადმყოფო, სადაც არის 2 ოთახიანი პალატა, ყველანაირი პირობა არის შექმნილი იმისთვის, რომ თუნდაც მინიმალური ფსიქოლოგიური დისკომფორტი ჰქონდეს პატიმარს. წარმოიდგინეთ, სადამდე ვართ მისული, როდესაც საქმე ეხება პატიმარს, პაციენტ პატიმარს და ა. შ. ყველა პირობა არის შექმნილი ამ დაწესებულებაში და გარდა ამისა, შეთავაზება გააკეთა იუსტიციის მინისტრმა, რომ შეუძლიათ ჩამოიყვანონ ნებისმიერი უცხოელი ექიმი, აპარატურა ყველაფერია იქ. სხვაგან სად წაიყვანენ საზღვარგარეთ თუ იქ მკურნალობაზეა საუბარი? არის აბსოლუტურად კომფორტული პალატა სამედიცინო დაწესებულებაში, აპარატურა ყველაფერია იქ და არის შეთავაზება, რომ ჩამოიყვანონ ნებისმიერი ექიმი. არ ვიცი, ალბათ ხარჯებსაც სახელმწიფო დააფინანსებს. სხვათა შორის, უკვე ძალიან ძვირი დაუჯდა სახელმწიფოს სააკაშვილის ყოფნა აქ. როგორც ვიცი, 200 000 ლარზე მეტია ხარჯი ამ 400 დღის განმავლობაში და ამ ხარჯებს თავის თავზე იღებს სახელმწიფო. თუმცა ეს ხარჯები არაფერია იმ დანაკარგებთან შედარებით, რაც ჩვენმა ქვეყანამ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მიიღო. მილიარდებს უდრის ის ფული, რაც მათ მოიხვეჭეს ხელისუფლებაში ყოფნის დროს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა