მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

გიორგი მუმლაძე საფრანგეთის საელჩოს მიმართავს, ემანუელ მაკრონმა გამოიყენოს ბერკეტი ბიძინა ივანიშვილსა და სალომე ზურაბიშვილზე, რათა სააკაშვილი გათავისუფლდეს

ნახვები: 418 გიორგი მუმლაძე საფრანგეთის საელჩოს მიმართავს, ემანუელ მაკრონმა გამოიყენოს ბერკეტი ბიძინა ივანიშვილსა და სალომე ზურაბიშვილზე, რათა სააკაშვილი გათავისუფლდეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და მხარდამჭერები საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს მიმართავენ, გამოიყენოს დიპლომატიური ბერკეტი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გასათავისუფლებლად.

ამ მოთხოვნით ისინი თბილისში, საფრანგეთის საელჩოსთან შეიკრიბნენ. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, გიორგი მუმლაძემ განაცხადა, საფრანგეთის პრეზიდენტს აქვს ბერკეტი ბიძინა ივანიშვილზე, როგორც საფრანგეთის მოქალაქეზე, ასევე სალომე ზურაბიშვილზე, როგორც ნაწილობრივ ფრანგზე, მოახდინოს პოზიტიური ზეგავლენა სააკაშვილის გათავისუფლების საქმეზე.

მისივე განმარტებით, ანალოგიური მოთხოვნით მაკრონს რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა ევროპარლამენტარმაც მიმართა, თუმცა საჯაროდ რეაგირების შესახებ ჯერ არაფერი სმენია. ამ ნაბიჯს აქციის მონაწილეები მნიშვნელოვნად მიიჩნევენ, რადგან მათი განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა