ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ბათუმის მერი - ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით, მსხვერპლი და დაშავებულები არ გვყავს

ნახვები: 494 ბათუმის მერი - ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით, მსხვერპლი და დაშავებულები არ გვყავს

ბათუმის მერის არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, ბათუმში, მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ბოლო სართულზე მდებარე რესტორან "ვოქსში" ხანძრის შედეგად დაშავებულები არ არიან, მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

მერის თქმით, ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე დაწყებულია გამოძიება და მომხდარზე უფრო მეტი ინფორმაცია, ხვალ დილისთვის გახდება ცნობილი.

"ხანძრის გაჩენის პირველივე წუთებიდან ყველა სამსახური მობილიზებული იქნა დროულად, მათ შორის სამაშველო სამსახური, პოლიციის უწყებები, მუნიციპალური სამსახურები. დროულად მოხდა ჩვენი თანამოქალაქეების, ადგილზე მცხოვრები მოქალაქეების ევაკუაცია. ამ ეტაპისთვის, არსებული ინფორმაციით, მსხვერპლი და დაშავებულები არ გვყავს, საბედნიეროდ. მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

დანარჩენ მონაცემებთან დაკავშირებით, როგორც ჩვენ, ასევე შსს ხვალ დილისთვის განვაახლებთ მონაცემებს, სრულყოფილად მოგაწვდით.

დაწყებულია გამოძიება ხანძრის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით, ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზები, შეგროვდება მონაცემები და შემდგომ შევაჯამებთ და გავაკეთებთ კომენტარს", - განაცხადა ჩიქოვანმა.

ჩიქოვანის ინფორმაციით, რესტორანი ბოლო პერიოდში არ მუშაობდა.

"ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ბოლო პერიოდის განმავლობაში აღნიშნული რესტორანი არ ფუნქციონირებდა, ყველაფერზე პასუხს გასცემს შესაბამისი ექსპერტიზა. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მიმდინარე სამუშაოების გათვალისწინებით, ხვალისთვის გაკეთდება შემაჯამებელი კომენტარი",- განაცხადა ჩიქოვანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა