ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ჯო ბაიდენი - თქვენ (უკრაინა) არასდროს დარჩებით მარტო

ნახვები: 491 ჯო ბაიდენი - თქვენ (უკრაინა) არასდროს დარჩებით მარტო

თქვენ არასდროს დარჩებით მარტო, – ასე მიმართა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, თეთრ სახლში შეხვედრის შემდეგ გამართული ერთობლივი პრესკონფერენციისას.

ბაიდენის თქმით, იმის ფონზე, რომ რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკვე 300 დღეზე მეტია გრძელდება, ამერიკელებისა და დანარჩენი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანია, პირდაპირ უსმენდეს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, მოისმინონ უკრაინის ბრძოლისა და 2023 წელს ერთად დგომის აუცილებლობის შესახებ.

მისი თქმით, მხოლოდ დღეს USAID-მა 374 მილიონი დოლარის ღირებულების ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა უკრაინას.

აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე განაცხადა სამხედრო დახმარების ახალი 1.85 მილიარდი დოლარის ღირებულების პაკეტის შესახებ.

„დღეს მე ვაცხადებ უკრაინის უსაფრთხოების დახმარების მორიგი ტრანშის შესახებ. 1.85 მილიარდი დოლარის ოდენობის პაკეტი მოიცავს, როგორც უკრაინისთვის საჭირო აღჭურვილობის პირდაპირ ტრანსფერებს, ასევე კონტრაქტებს საბრძოლო მასალების მიწოდებისთვის, რომელიც უკრაინას მომდევნო თვეებში დასჭირდება, მისი არტილერიისა და ტანკებისთვის და სარაკეტო სისტემებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ამ ახალი შესაძლებლობების გარდა, პაკეტი ასევე მოიცავს „პეტრიოტის“ ბატარიებს“, – განაცხადა ბაიდენმა.

ბაიდენის თქმით, რუსეთი „ზამთარს იარაღად იყენებს, ყინავს და აშიმშილებს ხალხს, ერთმანეთისგან აცალკევებს მათ. ჩვენ ვმუშაობთ იმისათვის, რომ რუსეთს პასუხი ვაგებინოთ. მათ შორის ძალისხმევა კონგრესში, რაც გაამარტივებს მართლმსაჯულების ძიებას უკრაინაში რუსული სამხედრო დანაშაულების გამო“, – აღნიშნა ბაიდენმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა