მარტა კოსი: ევროკავშირში არ არსებობს საკმარისი მხარდაჭერა ივანიშვილის, კობახიძისა და პაპუაშვილის სანქცირებისთვის
ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი მიხეილ თევდორაძე სამშობლოში ჩამოასვენეს

ნახვები: 461 უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი მიხეილ თევდორაძე სამშობლოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი მიხეილ თევდორაძე საქართველოში ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისი ოჯახის წევრები, ახლობლები, მეგობრები და პოლიტიკოსები იმყოფებოდნენ.

45 წლის მიხეილ თევდორაძე უკრაინაში საბრძოლველად ომის დაწყებიდან მალევე წავიდა. რამდენიმე დღის წინ, ის ბახმუტის მისადგომებთან, ბრძოლის დროს დაიღუპა. მასთან ერთად დაიღუპა სერგო ქართველიშვილი და დაიჭრა სამი ქართველი მებრძოლი. ქართველი მებრძოლების სიცოცხლე სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა. ამ დროისთვის, გარდაცვლილებიდან მხოლოდ მიხეილ თევდორაძის ცხედრის გადმოსვენება მოხერხდა. დაღუპულ მებრძოლს მშოლიურ სახლში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანებში გადაასვენებენ.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა