ვოლოდიმირ ზელენსკი - უცნაურია ზოგიერთი ქვეყნის ლიდერის სურვილი, მოსკოვს ეწვიოს ამ დღეებში - არ გირჩევთ
ანდრია ჯაღმაიძე - გარკვეული „არაკორექტული გამოსვლები, ემოციური კომენტარების“ მიუხედავად ეპისკოპოსებს შორის დაპირისპირება არ არის
4 ოქტომბრის საქმეზე პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, ლაშა ბერიძეს და პაატა მანჯგალაძეს 7-7 წლით, თორნიკე მჭედლიშვილს, ნიკა გვენცაძეს, ირაკლი ჩხვირკიას 5-5, ხოლო ირაკლი შაიშმელაშვილს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თეთრმა სახლმა აშშ-ის ახალი კონტრტერორისტული სტრატეგია გამოაქვეყნა
ადვოკატი - გიორგი უძილაური თავს დამნაშავედ არ ცნობს
ვლადიმერ ხუჭუა - ჩემ მიერ განხილულ საარჩევნო დავასთან დაკავშირებით გამოიკვეთა გარემოებები, რომლებიც შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სხვადასხვა დანაშაულის ნიშნებს და საჭიროებს სამართლებრივ შეფასებას
დონალდ ტრამპი - ირანთან ომი სწრაფად დასრულდება

ნიკოლოზ სამხარაძე - სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გავრცელებული განცხადება არ წამიკითხავს - როცა მარგველაშვილი და კეზერაშვილი რაიმე განცხადებას აწერენ ხელს, მის შინაარსში ჩაღრმავებას აზრი არა აქვს!

23.12.2022 ნახვები: 636

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადება არ წამიკითხავს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ რადიოში ორი გვარი: მარგველაშვილი და კეზერაშვილი თქვეს - როცა მარგველაშვილი და კეზერაშვილი რაიმე განცხადებას აწერენ ხელს, ამ განცხადების შინაარსში ჩაღრმავებას აზრი არა აქვს! - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განუცხადა.

სამხარაძის თქმით, ეს ყველაფერი განსაკუთრებით საწყენია მარგველაშვილის მხრიდან, რომელიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტია და თავს უფლებას აძლევს, კეზერაშვილთან ერთად რაიმეს ხელმომწერი იყოს.

“განცხადებას ხელს აწერს იმ ადამიანთან ერთად, რომელზეც პრეზიდენტობის დროს თვლიდა, რომ საქართველოში ერთ-ერთი დიდი უბედურების დამტრიალებელი იყო. ეს არც ადამიანობაში ჯდება და არც არანაირ პრინციპებშიც, პოლიტიკას რომ თავი დავანებოთ. შეიძლება, დაინტერესება აქვს, შეიძლება გადაიბირეს... რა შეიცვალა ორ-სამ წელში, გაკეთილშობილდნენ?! ფაქტები აღარ არსებობს, თუ ამ კაცმა რაიმე ახალი გაიგო?! რატომ აწერს ხელს ამ განცხადებებს კეზერაშვილთან ერთად?“ - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ცნობისთვის, 130-ზე მეტი ყოფილი მაღალი პოლიტიკური და ადმინისტრაციული თანამდებობის პირი საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაგზავნისკენ მოუწოდებს.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ მიმართვაშია ნათქვამი, პრეზიდენტ სააკაშვილის საქართველოში წამებით მოკვდინებას ექნება უაღრესად საზიანო შიდა და გარე პოლიტიკური შედეგები.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა