მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

პრემიერი - ყველა ქვეყნის სუვერენიტეტს პატივს ვცემთ, მაგრამ ყველაზე მეტად ჩვენი ქვეყანა გვიყვარს - ჩვენი მთავარი ვალდებულება, ჯერ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს დაცვაა

ნახვები: 723 პრემიერი - ყველა ქვეყნის სუვერენიტეტს პატივს ვცემთ, მაგრამ ყველაზე მეტად ჩვენი ქვეყანა გვიყვარს - ჩვენი მთავარი ვალდებულება, ჯერ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს დაცვაა

ჩვენთვის არ იყო სასიამოვნო იმ განცხადებების მოსმენა, რომელსაც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ვისმენთ. თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ვინაიდან ქვეყანა და მათი მთავრობა ომშია, ჩვენ ამ თემაზე ზედმეტი განცხადების გაკეთება არ გვსურს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ელჩების კონფერენცია 2022“-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ამასთან, პრემიერის თქმით, ხელისუფლების ვალდებულება ჯერ საკუთარი ქვეყნის ინტერესებს დაცვაა.

„ჩვენთვის არ იყო სასიამოვნო იმ განცხადებების მოსმენა, რომელსაც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ვისმენთ. თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ვინაიდან ქვეყანა და მათი მთავრობა ომშია, ჩვენ ამ თემაზე ზედმეტი განცხადების გაკეთება არ გვსურს. ჩვენი მთავარი ამოცანა, საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვაა. არაერთხელ მითქვამს და ეს ჩვენი პოლიტიკით და ქმედებებითაც დავადასტურეთ, რომ, ბუნებრივია, ყველა ქვეყნის სუვერენიტეტს პატივს ვცემთ, მაგრამ ყველაზე მეტად ჩვენი ქვეყანა გვიყვარს. შესაბამისად, ჩვენი მთავარი ვალდებულება, ჯერ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს დაცვაა. ბუნებრივია, ამ დიდ საქმეში თქვენი, ელჩების როლი განსაკუთრებულია, რათა დედაქალაქებში ჩვენი სათქმელი სწორად მივიტანოთ, სწორად წარმოვაჩინოთ საკუთარი ქვეყნის ინტერესები და ეფექტიანად გავუმკლავდეთ იმ დეზინფორმაციულ კამპანიას, რომელიც არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნებიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც მოედინება. კარგად გვესმის, რომ ეს არის ორკესტრირებული შეტევა ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე. ამიტომ ამ შეტევას, ამ დეზინფორმაციას ეფექტიანი საპასუხო მოქმედებები სჭირდება“,- განაცხადა პრემიერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა