ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

თინა ბოკუჩავა - ხელისუფლებამ ახლა რომ მოიცალა 2012 წლის რაღაც საქმეზე, ამით სურთ, გადაფარონ 5-6 ივლისის სისხლიანი მოვლენები

ნახვები: 484 თინა ბოკუჩავა - ხელისუფლებამ ახლა რომ მოიცალა 2012 წლის რაღაც საქმეზე, ამით სურთ, გადაფარონ 5-6 ივლისის სისხლიანი მოვლენები

ხელისუფლებამ ახლა რომ მოიცალა 2012 წლის რაღაც საქმეზე, ამით სურთ, გადაფარონ 5-6 ივლისის სისხლიანი მოვლენები, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების ორგანიზებით, ძალადობრივმა ჯგუფებმა სადამსჯელო ოპერაცია მოუწყვეს მედიას.

„54 ჟურნალისტი დაშავდა, დანაშაულებრივი ძალადობრივი ჯგუფები დათარეშობდნენ თბილისის ქუჩებში და მხოლოდ რვა პირია სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული. ამ დროს კი ხელისუფლება ამბობს, რომ დანარჩენ საქმეს იძიებს. ამასობაში, პროკურატურა იცლის იმისთვის, რომ 2012 წლის რაღაც საქმეზე გველაპარაკოს, რაც არ უნდა იყოს. ამ საქმისთვის ახლა რომ მოიცალეს, მათ სურთ, გადაფარონ 5-6 ივლისის სისხლიანი მოვლენები, რაზეც პასუხისმგებელია თავად ხელისუფლება. არა მხოლოდ პასუხისმგებელია, არამედ მათი ორგანიზებით შეიქმნა და მოხდა ძალადობრივი ჯგუფების ქუჩებში გამოშვება, რათა სადამსჯელო ოპერაცია მოეწყოთ მედიისთვის, რომ გაგაჩუმონ და შეგაშინონ", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა