მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

რომან გოცირიძე სააკაშვილზე - ნუ ეთამაშება ხელისუფლება ცეცხლს და ადამიანის სიცოცხლეს - სალომე ზურაბიშვილს შეუძლია პრობლემა ერთ წუთში გადაწყვიტოს

ნახვები: 437 რომან გოცირიძე სააკაშვილზე - ნუ ეთამაშება ხელისუფლება ცეცხლს და ადამიანის სიცოცხლეს - სალომე ზურაბიშვილს შეუძლია პრობლემა ერთ წუთში გადაწყვიტოს

ნუ ეთამაშება საქართველოს ხელისუფლება ცეცხლს და ადამიანის სიცოცხლეს - სალომე ზურაბიშვილს შეუძლია პრობლემა ერთ წუთში გადაწყვიტოს, მან გაბედულება უნდა გამოიჩინოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ განუცხადა.

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის ბედს ოლიგარქი წყვეტს, რომელზეც ზემოქმედება არც თუ ისე ადვილია.

„საქართველოს ხელისუფლება ქვეყანას მომავალს უკარგავს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა უკვე იმ მდგომარეობამდეა მისული, რომ კვირების საკითხია და არა თვეების და მისი სიცოცხლე შეიძლება ფატალურად დამთავრდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში მრავალწლიანი მტრობა, შური და შიდაკონფრონტაცია დაისადგურებს. შურისძიების გრძნობით აღჭურვილი ხელისუფლება ქვეყნის მომავალზე არ ზრუნავს. ამიტომაც ვხედავთ როგორი საერთაშორისო გამოხმაურება აქვს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა