მარტა კოსი: ევროკავშირში არ არსებობს საკმარისი მხარდაჭერა ივანიშვილის, კობახიძისა და პაპუაშვილის სანქცირებისთვის
ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა

ირაკლი კობახიძე - ყველამ იცის, რა სურს არესტოვიჩს, მას უნდა მეორე ფრონტი

ნახვები: 462 ირაკლი კობახიძე - ყველამ იცის, რა სურს არესტოვიჩს, მას უნდა მეორე ფრონტი

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველამ იცის, რა სურს ალექსეი არესტოვიჩს. კობახიძის განმარტებით, ალექსეი არესტოვიჩს უნდა საქართველოში მეორე ფრონტი.

ირაკლი კობახიძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „რუსი ბლოგერისა და უკრაინელი პოლიტიკოსის მიერ ორგანიზებული აქციებით, რა შედეგი შეიძლება მიიღონ, რა ტიპის პოლიტიკაა ეს?“

„ყველამ იცის, რა უნდა მაგალითად, არესტოვიჩს. არესტოვიჩს უნდა მეორე ფრონტი. პირდაპირ მოგვიწოდებდა მეორე ფრონტის გახსნისკენ. როდესაც ვამბობთ, რომ ამ კამპანიის ერთადერთი მიზანი არის საქართველოში არეულობის გამოწვევა, მეორე ფრონტის გახსნა, ეს ყველაფერი ძალიან ლოგიკურად იკვრება, როდესაც ჩვენ ვუსმენთ არესტოვიჩის შესაბამის განცხადებებს, რა თქმა უნდა, ეს ასეა. მათ ჰგონიათ, რომ სააკაშვილი არის ერთადერთი, ვისაც შეუძლია ამ ქვეყნის არევა. ამაში შეგვიძლია, ჩვენ ეჭვი შევიტანოთ, მაგრამ მათ ამის სჯერათ. შესაბამისად, ამ ყველაფერში არესტოვიჩის ჩართულობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათი სურვილი, ამ გათავისუფლების უკან არსებული სურვილი არის სწორედ ქვეყანაში ვითარების არევა და მეორე ფრონტის გახსნა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველის ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა „სააკაშვილი ნელ-ნელა კვდება, საქართველოს ხელისუფლება პრორუსულ კურსს ატარებს“.

„ისინი არ ფიქრობენ ან თავის თავს ფიქრის საშუალებას არ აძლევენ. სააკაშვილი თუ ციხეში დაიღუპება, ყველა იტყვის, რომ ის მოკლეს. ეს შიდაპოლიტიკური ბრძოლის ძლიერი ფაქტორი გახდება, პროვოკაციების, მასობრივი არეულობების, რევოლუციების და ა.შ. ჩათვლით, თუნდაც ასე არ იყოს, არჩევნებზე ითამაშებს როლს“, – აღნიშნა ალექსეი არესტოვიჩმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა