ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

ოქიტაშვილი ზურაბიშვილზე- დღეს მან დაღუპული ბიჭების გვამებზე იარა

ნახვები: 765 ოქიტაშვილი ზურაბიშვილზე- დღეს მან დაღუპული ბიჭების გვამებზე იარა

რა  უთხრა მშობლებს ამ გარეწარმა ქალმა, ბოდიში ესე რომ  მივმართავ ქვეყნის პრეზიდენტს. მაგრამ დღეს მან დაღუპული ბიჭების გვამებზე იარა.“,-ამის შესახებ „ნეიშენ ჯორჯიასთან“ საუბრისას კულტურის პალატის ხელმძღვანელმა დათო ოქიტაშვილმა განაცხადა.

ოქიტაშვილის განცხადებით,  სალომე ზურაბიშვილი არაადექვატურია.

„ახლა გადაბრალების დრო არ არის. აქ ადამიანები მივიდნენ კონკრეტულად ერთ საკითხზე. იქ იყო შვილმკვდარი მშობლები და ასეთ ხალხს მიმართ- რომ მოვარდითო. და მურუსიძე ჩინჩალაძეზე რომ ისაუბრა, მაშინ ნუ იყრიდა ქართული ოცნებიდან და უარი ეთქვა, გაეპროტესტებინა. ეს ადამიანი არის არადექვატური.

ნამდვილად, არავის გვიხარია, რომ ადამიანი ცუდადა და კვდება, მაგრამ ესეც საკითხავია.

ეს არის არადექვატური ქალი. როგორ შეიძლება ქალი გამოდის და შვილმკვდარ დედებს ეუბნება რომ მომივარდითო, მიბრუნდა და ხალხს დასცინა. ნაციონალი იქნება ოცნება იქნება აქ აღარ არის საუბარი, ამ ქალმა დასცინა მთელ საქართველოს მოსახლეობას და ამ საქციელით იმ მკვდარ ბიჭებს უთხრა თქვენ ღირსი იყავით რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაგხოცათო.  რა  უთხრა მშობლებს ამ გარეწარმა ქალმა, ბოდიში ესე რომ  მივმართავ ქვეყნის პრეზიდენტს. მაგრამ დღეს მან დაღუპული ბიჭების გვამებზე იარა. თუ ის იხსენებს წარსულს და მურუსიძე ჩინჩალაძეს,  გადადგეს და დატოვოს თანამდებობა.“,-განცხადა ოქიტაშვილმა

 

ესაუბრა, ზუკა ნემსაძე

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა