მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

მიხეილ სარჯველაძე - თუ სალომე ზურაბიშვილისთვის პრინციპულად მიუღებელი იყო რა პოზიციაზე იდგა ჩემი რომელიმე თანაგუნდელი 2007 წელს, შეეძლო გაცილებით ადრე ეთქვა

ნახვები: 673 მიხეილ სარჯველაძე - თუ სალომე ზურაბიშვილისთვის პრინციპულად მიუღებელი იყო რა პოზიციაზე იდგა ჩემი რომელიმე თანაგუნდელი 2007 წელს, შეეძლო გაცილებით ადრე ეთქვა

სალომე ზურაბიშვილს ბევრი წლის განმავლობაში უმუშავია იმ ადამიანებთან ერთად, ვისზეც ახლა კრიტიკული დამოკიდებულება აქვს - თუ მისთვის პრინციპულად მიუღებელი იყო ჩემი რომელიმე თანაგუნდელი 2007 წელს რა პოზიციაზე იდგა, შეეძლო ეს გაცილებით ადრე ეთქვა, ახლა ამაზე საუბრის დაწყება სხვა რაღაცაზე მიანიშნებს! - ასე პასუხობს “ქართული ოცნების“ დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომლის განცხადებითაც, ადამიანები, ვინც მას მიხეილ სააკაშვილს შეწყალების საკითხზე “მორალს უკითხავენ“, 2007 წლის მერე იყვნენ მიშას შტაბში, "ქართუ ბანკში" ან სხვა თანამდებობებზე.

პრეზიდენტის პასუხად სარჯველაძემ ისიც აღნიშნა, რომ თუ ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებას აპირებს, უნდა გაითვალისწინოს, რომ იგივე მოთხოვნასთან დაკავშირებით მას დანარჩენი 9 000 პატიმრისთვის მოუწევს პასუხის გაცემა.

ამავე კონტექსტში სარჯველაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ძალიან კარგად იცის, რა არის სწორი გადაწყვეტილება და ის საკუთარი სიტყვების მიმართ პრინციპულად უნდა იყოს გამსჭვალული.

“არ არის აუცილებელი იმის ახსნა და განმარტება, აქციაზე ია მეტრეველი თუ სხვები ვიღაცის დაძახებით მივიდნენ თუ არა და უნდა გამოხატონ თუ არა პრეტენზია და მოთხოვნა, რაც მათ გააჩნიათ. არ მგონია, რომ სულხან მოლაშვილის ოჯახის წევრები თუ სხვები ასეთ შეფასებას იმსახურებენ. პრეზიდენტმა თავად თქვა, რომ ეს ის ხალხია ვისთან ერთადაც იბრძოდა და სამწუხაროდ, იგივე ადამიანებს უპატივცემულოდ შეხვდა - შეურაცხმყოფელია მათზე იმის თქმა, თითქოს ვიღაცის დაძახილით დადიან! ეს ის ხალხი არ არის, ვინც ასეთ შეფასებასა და განცხადებას იმსახურებს.

ადამიანები საკუთარ მოსაზრებას გამოხატავენ, რისი უფლებაც მათ აქვთ, ისევე როგორც განსხვავებული შეხედულებების მქონე ნებისმიერ სხვა ადამიანს. პრობლემურად მეჩვენება, როცა პრეზიდენტი ერთი მხარისგან ნათქვამს შეიძლება ზეწოლად აღიქვამდეს, ხოლო მეორე მხარისგან ნათქვამს - ასე არ მიიჩნევდეს. ეს სწორი დამოკიდებულება არ არის“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა