მარტა კოსი: ევროკავშირში არ არსებობს საკმარისი მხარდაჭერა ივანიშვილის, კობახიძისა და პაპუაშვილის სანქცირებისთვის
ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი ირანული წარმოების დრონებით ხანგრძლივ თავდასხმას გეგმავს

ნახვები: 462 ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი ირანული წარმოების დრონებით ხანგრძლივ თავდასხმას გეგმავს

რუსეთი ირანული წარმოების დრონებით ხანგრძლივ თავდასხმას გეგმავს, ამის შესახენ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა. 

მისი თქმით, 2023 წლის დასაწყისიდან უკრაინის ძალებმა უკვე 80-ზე მეტი ირანული დრონი ჩამოაგდეს.

„წლის დასაწყისიდან სულ ორი დღე გავიდა, ხოლო უკრაინის თავზე უკვე 80-ზე მეტი ირანული დრონია ჩამოგდებული. უახლოეს პერიოდში ეს რაოდენობა შეიძლება, გაიზარდოს, რადგან ამ კვირებში ღამეები შესაძლოა, საკმაოდ დაძაბული იყოს. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთი გეგმავს ხანგრძლივ თავდასხმას „შაჰიდებით“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი ფსონს უკრიანელი ხალხის, საჰაერო თავდაცვისა და ენერგეტიკის გამძლეობის ამოწურვაზე დებს, თუმცა უკრაინა ყველაფერს გააკეთებს, რომ ტერორისტებმა ამ მიზანს ვერ მიაღწიონ.

ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ 2023 წლის პირველი საერთაშორისო სატელეფონო საუბარი ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ჰქონდა. მისი თქმით, უკრაინა მაკროფინანსური დახმარების პირველ ტრანშს იანვარში ელოდება. ასევე განხილული იყო ევროკავშირი-უკრაინის სამიტისთვის მზადების საკითხი.

„განვიხილეთ ჩვენი სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერა – უკვე იანვარში ველოდებით მაკროფინანსური დახმარების პირველ ტრანშს, როგორც იყო შეთანხმებული გასულ წელს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ახლა, როდესაც რუსეთი ცდილობს აგრესიისთვის ახალი ძალების შეგროვებას. ასევე, განვიხილეთ უკრაინა-ევროკავშირის სამიტისთვის მზადება, რომელიც უნდა ჩატარდებს თებერვლის დასაწყისში. მიმაჩნია, რომ უკვე ამ სამიტზე შევძლებთ ახალი საკვანძო ნაბიჯების განსაზღვრას ჩვენი საერთო მდგრადობისთვის, ჩვენი საერთო გამარჯვებისთვის,“ – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა