მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

ლევან ხაბეიშვილი - არ მესმის, ბიძინას სახლთან აქციამ ააღელვა ვინმე? მშვიდობის ხიდს ივანიშვილის სახლი რომ ვარჩიე, ესაა პრობლემა?

ნახვები: 498 ლევან ხაბეიშვილი - არ მესმის, ბიძინას სახლთან აქციამ ააღელვა ვინმე? მშვიდობის ხიდს ივანიშვილის სახლი რომ ვარჩიე, ესაა პრობლემა?

არ მესმის, ბიძინას სახლთან აქციის დაანონსებამ ააღელვა ვინმე? ტურისტულ ზონაში, „მშვიდობის ხიდზე“ აქციას ივანიშვილის სახლი რომ ვარჩიე, ეს არის პრობლემა? - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა „ინტერპრენსიუსს“ განუცხადა.

მისი თქმით, აქციების შესახებ ინიციატივას მხარდამჭერებთან ერთად ორ ლოკაციაზე შეუერთდება.

„ფეიგინის საერთაშორისო ინიციატივას ვეხმაურებით ორ ლოკაციაზე - ივანიშვილის სახლთან, შეკვეთილში და კანცელარიასთან - მსვლელობით ბიძინას სახლთან თბილისში. არ მესმის, ბიძინას სახლთან აქციის დაანონსებამ ააღელვა ვინმე? ტურისტულ ზონაში, მშვიდობის ხიდზე აქციას ივანიშვილის სახლი რომ ვარჩიე, ეს არის პრობლემა?

სადაც გაუხარდებათ, იქ შეუერთდნენ ადამიანები ფეიგინის ინიციატივას, ჩვენ კი ამ ორ ლოკაციაზე ვუერთდებით“, - აცხადებს ხაბეიშვილი.

ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომ ხვალ, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციებს მხოლოდ ორ ლოკაციაზე შეუერთდება, თბილისში კი მხარდამჭერებთან ერთად აქციას სხვა ადგილზე გამართავს, პარტიაში გამოეხმაურნენ. როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში“ განაცხადეს, „პრეზიდენტ სააკაშვილის გადარჩენა უნდა გვაერთიანებდეს და სამწუხაროა, რომ ინდივიდები ამ საკითხს გასახლეჩად იყენებენ“. პარტიაში განმარტავენ, რომ 4 იანვარს აქციები გაიმართება არა 2, არამედ 8 ლოკაციაზე.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა