ირაკლი კობახიძე - მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება მივმართო ევროპელ ლიდერებს
ადმირალი ბრედ კუპერი - ჰორმუზის სრუტიდან გემების გაყვანის ოპერაციას 15 000 პერსონალი და 100-ზე მეტი თვითმფრინავი დაუჭერს მხარს
ურსულა ფონ დერ ლაიენი - უნდა გავზარდოთ ჩვენი აქტივები ევროპაში
საია - საქართველოში პრესის თავისუფლება უაღრესად დიდი რისკის ქვეშ დგას
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის კუთვნილი ორი ტანკერი გაანადგურეს
დონალდ ტრამპი - ჩვენ ძალიან კარგად ვმუშაობთ ირანთან დაკავშირებით
ცალკეულ სამართალდარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
ვიქტორ ოსიმენი - ჩემთვის საუკეთესო პარტნიორი კვარაცხელია იყო

ბათუმში მომხდარი სისხლიანი გარჩევის ახალი დეტალები-რას ჰყვებიან თვითმხილველები?!

06.01.2023 ნახვები: 702

ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე ერთი ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ მოხდა. 

29 წლის კაცს ჭრილობები სახისა და გულმკერდის არეში ცივი იარაღით მიაყენეს.

"მთავარი არხის" ინფორმაციით  ბათუმში, ახალგაზრდა კაცი, გიორგი ნიკოლავა მეუფე დიმიტრის სიძემ, ჯამბულ ჯიჯავაძემ დაჭრა. კონფლიქტი თავდაპირველად ავტომობილის პარკირების დროს დაიწყო, რის შემდეგაც სიტყვიერი შელაპარაკება სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა. 

"უთქვია, მანქანა აქანე არ დააყენოო, ვერ გავდივართო... მეორეჯერ რომ შეხვედრია, უთქვია, მეგობარო აქანე გვიჭირს შესვლაო და ცოტა ისე დააყენეო. შენ რას ლაპარაკობო, მე ვინ ვარ, იციო? ამოუღია დანა და დაურტყამს", - ამბობს დაჭრილის მამა. 

დაჭრილი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული. მედიკოსების ინფორმაციით, 29 წლის მამაკაცს უკვე ჩაუტარდა ოპერაცია, მისი მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლით აღიძრა. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა