მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

"ნაპოლიმ" "სამპდორია" დაამარცხა

ნახვები: 440 "ნაპოლიმ" "სამპდორია" დაამარცხა

ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატში „სამპდორიას“ წინააღმდეგ ითამაშა. „ნაპოლიმ“ ტურის მნიშვნელოვანი შეხვედრა 2:0 მოიგო. სერია A-ს მე-17 ტურის ეს მატჩი გენუაში გაიმართა, ხვიჩა კვარცხელია კი „ნაპოლის“ ძირითად შემადგენლობაში იყო. შეხვედრა სტუმართა უპირატესობით წარიმართა. ნეაპოლელებს ანგარიშის გახსნის რეალური შანსი მე-6 წუთზე მიეცათ, როდესაც ზამბო ანგისას წაქცევისთვის მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა, მაგრამ მატეო პოლიტანომ ბურთი ძელს მოარტყა და შანსი გაანიავა.

ხვიჩას პირველ ტაიმში სამჯერ (21-ე, 31-ე და 45+2-ე წუთებზე) შეეძლო თავის გამოჩენა, მაგრამ კარგი მომენტებით ვერ ისარგებლა. მატჩის გმირი ოსიმენი გახდა, რომელმაც მე-19 წუთზე ანგარიში გახსნა. ნიგერიელ თავდამსხმელთან უხეშობისთვის 39-ე წუთზე „სამპდორიას“ მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ოსიმენის წაქცევისთვის ტომას რინკონი გააძევეს და მასპინძლები კაცნაკლულები დარჩნენ.

კვარაცხელია ლუჩანო სპალეტიმ 62-ე წუთზე შეცვალა, „ნაპოლიმ“ კი მეორე გოლიც გაიტანა. ელიფ ელმასმა მალევე პენალტი მოიპოვა, რომელიც თავად უნაკლოდ შეასრულა და სტუმრებს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა – 2:0.

17 ტურის შემდეგ „ნაპოლიმ“ 44 ქულა დააგროვა და პირველ ადგილს ინარჩუნებს, მეორეადგილსოან „იუვენტუსს“ კი 7 ქულით უსწრებს.

1ტვ.გე

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა