მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

ალუდა ღუდუშაური - მინდა ყველას მკაფიოდ ვუთხრა, მათ შორის, სააკაშვილის ინტერესების დამცველ ადვოკატებს და ნებისმიერ პირს, ვინც მასთან არის დაკავშირებული, წითელი ხაზები არ გადაკვეთონ

ნახვები: 708 ალუდა ღუდუშაური - მინდა ყველას მკაფიოდ ვუთხრა, მათ შორის, სააკაშვილის ინტერესების დამცველ ადვოკატებს და ნებისმიერ პირს, ვინც მასთან არის დაკავშირებული, წითელი ხაზები არ გადაკვეთონ

ერთი რამ მინდა ყველას მკაფიოდ ვუთხრა, მათ შორის, სააკაშვილის ინტერესების დამცველ ადვოკატებს და ნებისმიერ პირს, ვინც მასთან არის დაკავშირებული, წითელი ხაზები არ გადაკვეთონ - ცეცხლს ეთამაშებიან, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური „ვივამედის“ დირექტორის განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ექთანს პირადი მონაცემები გამოართვა და უთხრა, რომ „მოწმეების და დასაჭერების სიაში“ უნდა შეიყვანოს.

ღუდუშაური მიიჩნევს, რომ „ეს ყველაფერი საშიშ ფაზაში გადადის“.

„არ გადაკვეთონ წითელი ხაზები, რამეთუ ნებისმიერი ფორმით ძალადობა, მუქარა, შევიწროება... კარგად ხედავთ არ არის მათი მხრიდან პირველი ფაქტი, როცა ხდება ერთგვარი ფსიქოლოგიური ზეწოლა. საზოგადოება ხედავს, რომ ხდება მოსამართლეზე, სასამართლო სისტემაზე, მათ შორის, ექიმებთან მიმართებაშიც ზეწოლა, რომ თუ არ იქნება მათთვის მისაღები გადაწყვეტილება, ქვეყნის ამოტრიალებით, დამხობით თუ აპოკალიფსით იმუქრებიან. ისეთ საშიშ ფაზაში გადადის ეს ყველაფერი, ვურჩევ, მეტი გონიერება, წინდახედულობა გამოიჩინონ ამ ბატონებმა თუ ქალბატონებმა, რამეთუ ცეცხლს ეთამაშებიან”, - განაცხადა ღუდუშაურმა.

ამასთან, ღუდუშაური გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას უკრაინისთვის „ბუკ“-ის სისტემების მიცემაზე უარის თქმასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მისი ანალიზი და განცხადებები რომ მას დემენცია აქვს, ურთიერთგამომრიცხავია.

ღუდუშაური აცხადებს, რომ ადვოკატები ყველანაირ მორალურ ზღვარს კვეთენ, როცა საზოგადოებას სასამართლო სხდომებზე არწმუნებენ, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით „აპოკალიფსური მდგომარეობაა“.

„მინდა საზოგადოებას ვუთხრა და ასევე მათ, ვინც ქვეყნის ფარგლებს გარედან გვიკიჟინებს, რომ სააკაშვილისთვის ყოველი დღე თურმე მომაკვდინებელია და შეიძლება მომდევნო დღე აღარც დადგეს. გვიკიჟინებენ, რომ ისეთ მდგომარეობაშია, მაგალითად, დემენცია ისეთი ფორმით ჰქონია, რომ მათ ლოგიკას თუ მივყვებით, საქართველოს ამ ყოფილ მოქალაქეს, ყოფილ პრეზიდენტს, საერთოდ ჭკუა არ უნდა მოეკითხებოდეს, დღეს კი ვხედავთ, რომ სააკაშვილი გამოდის და რაღაც სიღრმისეულ ანალიზებს აკეთებს, ესეც ურთიერთგამომრიცხავია. ხვალ არის როგორც ცნობილია მისი სასამართლო მორიგი სხდომა და ხვალ ეს ადამიანები იგივე წარმატებით დაიკავებენ პლაკატებს და იტყვიან, რომ დღეს სააკაშვილისთვის ბოლო დღეა, თურმე დემენცია და უამრავი სხვა დაავადება ჰქონია, ამ ლოგიკას თუ მივყვებით არ შეიძლება სიღრმისეული რაიმე ანალიზის უნარი ჰქონდეს, მეტიც, მეტყველება უნდა უჭირდეს და ა.შ.

თქვენ ხედავდით, როცა სასამართლო სხდომები იმართება, მისი ეს წარმომადგენლები როგორ კარგავენ სახეს, ყველანაირ მორალურ თუ არა მორალურ ხაზებს კვეთენ და საზოგადოება შეჰყავთ შეცდომაში, რომ თურმე რაღაც აპოკალიფსური მდგომარეობაა და როცა სააკაშვილი მეორე წუთს ასეთ განცხადებებს აკეთებს, ეს ყოფილა მისი მხრიდან ღრმა ანალიზის მქონე განცხადება“, - განაცხადა ღუდუშაურმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა