ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ჯო ბაიდენი თავის ყოფილ ოფისში საიდუმლო დოკუმენტების აღმოჩენით გაკვირვებულია და გამოძიებასთან თანამშრომლობს

ნახვები: 482 ჯო ბაიდენი თავის ყოფილ ოფისში საიდუმლო დოკუმენტების აღმოჩენით გაკვირვებულია და გამოძიებასთან თანამშრომლობს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავის ყოფილ ოფისში საიდუმლო დოკუმენტების აღმოჩენით გაკვირვებულია და გამოძიებასთან თანამშრომლობს. აღნიშნულის შესახებ ბაიდენმა მექსიკისა და კანადის ლიდერებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

საქმე ეხება ათზე მეტ საიდუმლო დოკუმენტს, რომლებიც ბაიდენის ადვოკატებმა „პენ ბაიდენის ცენტრის“ ოფისში აღმოაჩინეს, რის შესახებაც ინფორმაცია ეროვნულ არქივს მიაწოდეს.

ბაიდენი პერიოდულად იყენებდა აღნიშნულ ოფისს 2017 წლის შუალედური არჩევნების დროს, როდესაც ის ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა. რესპუბლიკელებმა დაუყოვნებლივ მოითხოვეს მომხდარის გამოძიება. ისინი ასევე მოუწოდებენ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელს, შეისწვალოს, რა ზიანი მიადგა ქვეყნის უსაფრთხოებას ბაიდენის მიერ აღნიშნული დოკუმენტების ფლობის გამო. თავად ბაიდენი აცხადებს, რომ დოკუმენტების შინაარსის შესახებ არაფერი იცის.

შეგახსენებთ, მანამდე ჯო ბაიდენი მკაცრად აკრიტიკებდა დონალდ ტრამპს, რომლის სახლშიც ათეულობით დოკუმენტი აღმოაჩინეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა