ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

კვარაცხელია „იუვენტუსთან“ კვლავ ძირითადში იქნება - სპალეტი „ნაპოლის“ პრინციპული მატჩისთვის ამზადებს

ნახვები: 494 კვარაცხელია „იუვენტუსთან“ კვლავ ძირითადში იქნება - სპალეტი „ნაპოლის“ პრინციპული მატჩისთვის ამზადებს

ხვიჩა კვარაცხელია „იუვენტუსის“ წინააღმდეგ ითამაშებს. „ნაპოლის“ მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი კი ცდილობს, რომ ქართველმა საუკეთესო ფიზიკური ფორმა აღიდგინოს. ამის შესახებ იტალური გამოცემები წერენ.

„ნაპოლი“-„იუვენტუსი“ სერია A-ს მე-18 ტურის ცენტრალური მატჩია, რომელიც „სტადიო დიეგო მარადონაზე“ 13 იანვარს გაიმართება. ლიდერი მეორეადგილოსანის წინააღმდეგ ითამაშებს. ეს იქნება სპალეტისა და ალეგრის დაპირისპირება. „იუვემ“ ჩემპიონობისთვის ბრძოლა რომ განაგრძოს, უნდა მოიგოს, ხოლო „ნაპოლის“ ფრეც აძლევს ხელს, რომ კონკურენტთან 7-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნებს.

„მთელი კვირა სპალეტი „ბიანკონერისთან“ მატჩისთვის ემზადება. ის მომავალი დაპირისპირებისთვის მოთამაშეთა ფიზიკურ კონდიციებსაც ითვალისწინებს. ასევე მატჩამდე უნდა შეფასდეს კიმის მდგომარეობა – სამხრეთკორეელი მცველი „სამპდორიასთან“ პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს. კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც მატჩამდე სრულ მზადყოფნაში უნდა იყოს, ხვიჩა კვარაცხელიაა“ – წერს napolipiu.

გამოცემა Il Mattino ყურადღებას ამახვილებს ქართველი მოთამაშის მდგომარეობაზე, რომელიც 2023 წლის პირველ ორ მატჩში საუკეთესოდ ვერ გამოიყურებოდა.

„ქართველი შორს არის იმ ფორმისგან, რომელშიც ის ზამთრის პაუზამდე იყო, მაგრამ აშკარაა ის ფაქტი, რომ სპალეტი არ აპირებს თავის ჯოკერთან განშორებას. ის ამხნევებს მას თბილი სიტყვებით და სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელად განიხილავს, სავარაუდოდ, ასე იქნება „იუვენტუსთანაც“. ეს შეიძლება იყოს იდეალური საღამო, რათა დაგვიბრუნდეს „ჯადოქარი“ კვარაცხელია, რომელმაც სერია A-ში ბრწყინვალე მატჩები ჩაატარა“, – წერს გამოცემა.

1TV.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა