ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ნუგზარ წიკლაური - უმჯობესია, ვანო მერაბიშვილი არაფორმალური ცენტრიდან გამოვიდეს

ნახვები: 483 ნუგზარ წიკლაური - უმჯობესია, ვანო მერაბიშვილი არაფორმალური ცენტრიდან გამოვიდეს

უმჯობესია, რომ ვანო მერაბიშვილი არაფორმალური ცენტრიდან გამოვიდეს და თქვას - დიახ, მე მინდა ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობა - როდესაც „ფარდის მიღმა“ პოლიტიკის დამკვიდრება სურს და ჯერ კიდევ ოპოზიციაში ყოფნის დროს კულუარული მართვის მეთოდებს გვთავაზობს, ეს ძალიან საშიშია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნუგზარ წიკლაურმა რადიო „პალიტრის“ გადაცემა „შუადღის სტუდიაში“ განაცხადა.

როგორც წიკლაურმა მერაბიშვილზე საუბრისას აღნიშნა, მისი ქმედებები საფრთხეს უქმნის იმას, რომ ხალხმა „ნაციონალური მოძრაობა“ ევროპული ღირებულებების ერთგულ პარტიად წარმოიდგინოს.

„ლევან ხაბეიშვილი „ნაციონალურ მოძრაობაში“ რეალურად პოლიტიკურად მნიშვნელოვან ფიგურას არ წარმოადგენს. დღეს ეტყვიან, დააყენე კანდიდატურა, ხვალ ეტყვიან, არ დააყენოო. ვნახეთ ამ ადამიანის მეტამორფოზა. ყველასთვის გასაგებია, რომ არსებობს არაფორმალური ცენტრი, საიდანაც იმართება. ამიტომ, უმჯობესია, რომ თუ ვინმეს ეს სურს, მათ შორის ვანო მერაბიშვილი, ამ არაფორმალური ცენტრიდან გამოვიდეს და თქვას - დიახ, მე მინდა ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობა. მაშინ იქნება შეკითხვები, მას მოუწევს პასუხების გაცემა და ჩვენი ამომრჩეველი გადაწყვეტს, დაუჭიროს თუ არა მხარი ასეთი პოლიტიკური წარსულის მქონე ადამიანს ნებისმიერი სხვადასხვა დონის არჩევნებში. როდესაც ამას არ აკეთებს, როდესაც „ფარდის მიღმა“ პოლიტიკის დამკვიდრება სურს და კულუარული მართვის მეთოდებს გვთავაზობს ჯერ კიდევ ოპოზიციაში ყოფნის დროს, ეს ძალიან საშიშია. ეს ნამდვილად არ მეტყველებს კარგად მასზე და ეს საფრთხეს უქმნის იმას, რომ ხალხმა „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოიდგინოს როგორც მართლა ევროპული ღირებულებების ერთგული პარტია. მგონია, რომ სიმართლის თქმა არის ის, რაც ყველაზე ეფექტიანი იარაღია ისეთ ვერაგ და მდიდარ პოლიტიკურ მოწინააღმდეგესთან ბრძოლაში, როგორიცაა ივანიშვილის პარტია“,- განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

IPN.GE

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა