Road accident involving Ukrainian bus in Hungary injures 19, two in serious condition
Zelensky: Ukrainian Navy holding the line on water, land, and in the sky
Ukrainian air defense neutralizes 117 of 157 drones launched by Russia overnight
War update: 200 clashes on front lines in past 24 hours, fiercest fighting in Pokrovsk, Lyman sectors
Russia’s military casualty toll in Ukraine up by 1,180 in past day
Russia exploits AI in circulating propaganda - Ukraine intel
Enemy tactics in Sumy region failing – SBGS spokesperson
Ukrainian drone with laser targeting approved for use by Ukraine’s Defense Forces

„ამ გეგმით შედეგამდე ვერ მივალთ“ - უსამართლობასა და გათიშულ ეკრანებთან დარჩენილი 20 წლის ჟურნალისტის მწარე სიმართლე

14.07.2021 ნახვები: 1298

მე ვარ ზუკა ნემსაძე, 20 წლის, პოეტი და ჟურნალისტი. მინდა, წარმოგიდგინოთ ჩემი მოსაზრება 5-6 ივლისის მოვლენებზე და იმ ტრაგედიაზე, რომელიც ამ ძალადობრივ მოვლენებს მოჰყვა.

ყველა ვთანხმდებით, რომ ხელისუფლების, კერძოდ, გომელაურის უწყების უმოქმედობას მოჰყვა ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალება...

11-12 აქციაზე ვიდექი, ვიდექი მედიაერთიანობის მხარდაჭერისა და უსამართლობის გასაპროტესტებლად.

საერთოდ, ყოველთვის ზედმეტად გულწრფელი ვარ. არ მიყვარს, როცა ჩემს გულწრფელობას ვინმე სათავისოდ იყენებს და თვალს ვერ ვხუჭავ პატარა უსამართლობაზეც კი.

სამწუხაროდ, ახალგაზრდების უმრავლესობა (მქონდა ჩემს თანატოლ და უფროსს ადამიანებთან კომუნიკაცია) ემიჯნება მიმდინარე პროცესებს, რიგი მიზეზების გამო (თან ასეთი ბევრია). მათი ეს გადაწყვეტილება არგუმენტირებული და დასაბუთებულია.

აკრიტიკებენ ხელისუფლებას, საპატრიარქოს და იმ უწყებებს, რომლებმაც გაწირეს ლექსო, ასევე, აკრიტიკებენ იმ პროტესტს, რომელიც ახლა მედია გარემოშია.

მოკლედ, ახალგაზრდებს აქვთ პოზიცია, აქვთ მოსაზრება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ახალგაზრდებზე დგას ქვეყნის ხვალინდელი დღე.

დიდი ხანია, პოპულისტი არ ვარ და არ მინდა, ისე გამოვიდეს, რომ რაღაცას ვცდილობ. ერთადერთის თქმა მინდა: ამ გეგმით შედეგამდე ვერ მივალთ, დავრჩებით უსამართლობის წინ, გათიშული ეკრანებით.. ბრძოლა კი შედეგს ვერ გამოიღებს..

ისიც გასათვალსიწინებელია, რომ პირველ დღეს - 11 ივლისს, ყველანირი მობილიზების გარეშე, რუსთაველზე უპრეცედენტოდ ბევრი ადამიანი შეიკრიბა, მაგრამ მეორე დღეს ადამიანთა რაოდენობა განახევარდა. რატომ?! იმიტომ, რომ დიდი ხანია, საზოგადოება, განსაკუთრებით ახალგაზრდობა ქუჩაში მხოლოდ და მხოლოდ გულწრფელი პროტესტის დროს გამოდის.. ახალგაზრდები ყველაზე უკეთ გრძნობენ, როდის კარგავს პროტესტი გულწრფელობას და როდის ხდება ის „ვიღაცის". ასეთ დროს ადამიანები, უბრალოდ, შინ მიდიან...

ჩვენ არ უნდა დავკარგოთ პროტესტის მონაწილეები, პირიქით, უნდა დავიმატოთ და დავიმატოთ, ამ გეგმით და ამ დღის წესრიგით წინ ვერ წავალთ, უსამართლობის წინ დავრჩებით.. ძალიან არ მინდა, რომ ლექსოს სიკვდილი შერჩეთ, ძალიან არ მინდა, რომ ჩემი კოლეგების ცემა შერჩეთ!

ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდი შეცდომა 5-6 ივლისის შემდეგ, ოფისებში „შეკეტვა"იყო და ეს მაშინ, როდესაც ნაცემი იყო 50-ზე მეტი ჟურნალისტი.

რატომ აღმოჩნდა წითელი ხაზი მხოლოდ სიკვდილი და არ გაივლო ეს ხაზი იმ წამსვე, მყისიერად, როდესაც ამ უპრეცენდენტო ძალადობის მომსწრენი გავხდით?

სამწუხაროდ, ქართული მედია სულაც არ აღმოჩნდა კრეატიული, თუნდაც საკუთარი უფლებების დასაცავად და მეტიც, მის წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის ადეკვატურად გასაპროტესტებლად.

ვიღაც მკითხავს, რა უნდა გაკეთებულიყო? მინიმუმ, 8-9 რიცხვში ქართულ მედიას შეეძლო, სრული მობილიზაცია და თუნდაც ერთდღიანი საპტროტესტო აქციის გამართვა - მაუწყებლობების, ონლაინგამოცემების გათიშვა და გაზეთების გამოცემის შეწყვეტა. იქვე, რუსთაველზე ყველა ჟურნალისტის შეკრება და მშვიდობიანი პროტესტი, რაც მსოფლიოს და, პირველ რიგში, ხელისუფლებას ანახებდა მედიის ერთიანობასა და სიძლიერეს.

რაც ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ მოხდა, ეს იყო ნამდვილად იმპულსური და გულწრფელი პროტესტი, მაგრამ სპონტანური რეაგირება და მიდევნებული ლამპარი. ამას ადასტურებს დღევანდელი დღე და გაბრაზებული ადამიანების თუნდაც მოჩვენებითი „სიმშვიდე".

მოდით, მართლა ვიყოთ ერთიანები, გამოვდივარ ინიციატივით, დავსხდეთ და მოვიფიქროთ ის, რაც უფრო გამოიღებს შედეგს, რაც ჰაერივით გვჭირდება... გვჭირდება ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეებს და სჭირდება სახელმწიფოს, იმის მიუხედავად ვინ მართავს მას.

და კიდევ: მედია მხოლოდ ტელევიზიები რომ არ არის, ესეც მინდა, ცნობისთვის დავწერო აქ, განსაკუთრებით სატელევიზიო მედიის წარმომადგენელთა გასაგონად.

P.S. ახალგაზრდების თანადგომა იქნება მაშინ, როცა ჩვენი აზრი იქნება გათვალსიწინებული და ყურადსაღები, ეს მხოლოდ 1 ან 2 ადამიანის პროტესტი არ არის, ეს მთელი ქვეყნის პროტესტია.. პროტესტის არა ვინმეს წინააღმდეგ, არამედ ცვლილებებისთვის, რომ ხვალ და ზეგ ისევ არ აღმოვჩნდეთ იმავე ვითარებაში, როდესაც ძლიერი დაჩაგრავს სუსტს.

ზუკა ნემსაძე

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა