ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

გიული ალასანია - მიხეილ სააკაშვილის მოწამვლასთან დაკავშირებით, უკრაინის მართლმსაჯულებამ აქტიური კვლევა დაიწყო

ნახვები: 494 გიული ალასანია - მიხეილ სააკაშვილის მოწამვლასთან დაკავშირებით, უკრაინის მართლმსაჯულებამ აქტიური კვლევა დაიწყო

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მოწამვლასთან დაკავშირებით, უკრაინის მართლმსაჯულებამ აქტიური კვლევა დაიწყო.

როგორც გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედთან“ ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა სახარბიელო მდგომარეობაში არ არის და დღითიდღე უარესდება.

„კახექსიური პროცესები გრძელდება და ღრმავდება. ამაზე ექიმები უკვე დიდი ხანია ლაპარაკობდნენ. ცოტა ხნის წინ, ამერიკელი ექსპერტიც ლაპარაკობდა ამაზე. სახარბიელო მდგომარეობა ნამდვილად არ არის, დღითიდღე უარესდება.

რაც შეეხება მეორე მხარეს, უკრაინული მხარე ძალიან გააქტიურებულია. უკრაინის მართლმსაჯულებამ აქტიური კვლევა დაიწყო მიხეილ სააკაშვილის მოწამვლასთან დაკავშირებით“, - განაცხადა გიული ალასანიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა