მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

თამარ გაბუნია - ამ ეტაპზე მობილიზებულია 5 500 საწოლი და კვირის განმავლობაში კიდევ დაემატება

ნახვები: 428 თამარ გაბუნია - ამ ეტაპზე მობილიზებულია 5 500 საწოლი და კვირის განმავლობაში კიდევ დაემატება

გასული 24 საათის განმავლობაში 1 300-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა და 11 გარდაცვალება. მსგავსი ტენდენცია იყო გასული კვირის განმავლობაშიც, რაც ცალსახად მიუთითებს იმას, რომ შეზღუდვების ამგვარმა შემსუბუქებამ და მობილობის გაზრდამ ინფექციის გავრცელება გამოიწვია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოში დელტა შტამის 72 შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული.

„ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებო ბოლო პერიოდში იყო პედიატრიულ საწოლებზე მოთხოვნის გაზრდა. არც ერთი წინა ტალღის პერიოდში მსგავსი რამ არ მომხდარა და პედიატრიული საწოლები ყოველთვის დაუტვირთავი რჩებოდა, ბოლო პერიოდში კი მოგვიხდა პედიატრიული საწოლების დამატებაც. ამ ეტაპისთვის მობილიზებულია 5 500 საწოლი და კვირის განმავლობაში დაემატება კიდევ საწოლების რაოდენობა იმგვარად, რომ ექვსი ათას საწოლამდე გაიზარდოს საწოლფონდი, რათა ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების საჭიროება როცა იქნება, ამას ჰოსპიტალური სექტორი მომზადებული დახვდება. საყურადღებოა, რომ შემთხვევები იმატებს და მაქსიმალური ძალისხმევა გვჭირდება. მთავარი გადაწყვეტა სწრაფი ვაქცინაციის პროგრამა და პირადი დაცვის საშუალებები. ასევე, მიდის მუშაობა იმაზე, რომ რიგი არააუცილებელი გასართობი ღონისძიებები, მაგალითად ზაფხულის ბანაკები, ბავშვთა თავყრილობები, რაღაცნაირად შევზღუდოთ. განსაკუთრებით ბავშვებში იკვეთება შემთხვევების ზრდის მატება", - განაცხადა გაბუნიამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა