ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ჯეიმს კობი - მიხეილ სააკაშვილს მენჯ-ბარძაყისა და მხრის სახსრებში ართრიტი აღენიშნება, რაც შეიძლება ტოქსიკური ზემოქმედების შედეგი იყოს

ნახვები: 494 ჯეიმს კობი - მიხეილ სააკაშვილს მენჯ-ბარძაყისა და მხრის სახსრებში ართრიტი აღენიშნება, რაც შეიძლება ტოქსიკური ზემოქმედების შედეგი იყოს

ამერიკელი პროფესორის, სამედიცინო ექსპერტ ჯეიმს კობის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ციხის ერთ-ერთ დაწესებულებაში გადაყვანისას კისერი დაუზიანდა. ამის შესახებ ამერიკელმა ექიმმა თბილისის საქალაქო სასამართლოში დისტანციურად ჩართვისას განაცხადა,სადაც სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელიდან გათავისუფლების საქმეზე მოწმის სახით იკითხება.

ამასთან, როგორც ამერიკელმა მედიკოსმა სხდომაზე განაცხადა, მიხეილ სააკაშვილს მენჯ-ბარძაყის ორივე სახსარში და მხრის სახსარში ართრიტი აქვს, რაც შეიძლება იყოს ტოქსიკური ზემოქმედების შედეგი. ჯეიმს კობის თქმით, ვერცხლისწყალი არის ის ელემენტი, რომელიც ჩვეულებრივ იწვევს სახსრების დაზიანებას.

ამერიკელმა პროფესორმა სხდომაზე უპასუხა დაცვის მხარის შეკითხვებს, როგორ გამოიკვლია პაციენტი მიხეილ სააკაშვილი და ბოლოს რა დიაგნოზი დაუსვა.

„მიხეილ სააკაშვილი 8 ოქტომბერს გამოვიკვლიე. მე საშუალება მქონდა მენახა რენტგენის სურათები და ეს იყო ჩემი საექსპერტო დასკვნის მნიშვნელოვანი ნაწილი... პაციენტი 8 ოქტომბერს გავსინჯე, შუადღეს, დაახლოებით 13:00 საათზე და მეორედ შუადღის შემდეგ. კისერი საკმაოდ გამაგრებული იყო. იყო ძლიერი ტკივილი, რის გამოც მას თავის მარცხნივ გადახრის საშუალება არ ჰქონდა. ასევე ძლიერი ტკივილი იყო მარცხენა მხრის მიდამოში, არ შეეძლო მარცხენა მხრის სახსრის მოძრაობა - მხოლოდ ლიმიტირებულ ფარგლებში, ისე, როგორც ეს გვაჩვენა ეკრანზე. ეს ორი რაღაც, კისრის კუნთების გამაგრება და მხრის სახსარში არსებული ტკივილი ერთმანეთს ამძიმებდა. მისი მარცხენა მხარი და მარცხენა მაჯის მიდამო ძალიან სუსტი იყო. როდესაც შევისწავლე მენჯ-ბარძაყის სახსარი, შევადარე მარცხენა და მარჯვენა სახსრები და მარცხენა სახსარში მოძრაობა გაცილებით შეზღუდული იყო, ვიდრე მარჯვენაში. ასევე, მე მას ვთხოვე ფეხზე წამომდგარიყო, რათა შემესწავლა მისი ზურგის მიდამო. ის ეყრდნობოდა დასაყრდენ საშუალებას. ის მას მარჯვენა ხელით ეყრდნობოდა, მარცხენა ხელის გამოყენება პრაქტიკულად არ შეეძლო. მარცხენა ქვედა კიდურის მოძრაობა იყო სუსტი, შეზღუდული, რასაც თან ახლდა ტკივილი. შუადღის შემდეგ ის მე კიდევ ვინახულე იმისთვის, რომ დავრწმუნებულიყავი და მეორედ გადამემოწმებინა, რომ ყველაფერი ის, რაც აღმოვაჩინე, ნამდვილად სწორი იყო. მხრის სახსრის რენტგენი იყო გადაღებული, რენტგენის სურათზე მარტო ერთი პოზიცია იყო დაფიქსირებული და არა სხვა პოზიციები, ამდენად გამიძნელდა უკანა დისლოკაციის დიაგნოსტირება მხრის სახსარში. ნოემბერში მას მარცხენა მხრის სახსარზე MRI გაუკეთდა. MRI-ის კვლევის შედეგად დავადგინე, რომ იქ იყო ართრიტი და ასევე, აღმოვაჩინე ღრმა ღარი მხრის ძვლის თავზე, რაც სავსებით შეესაბამებოდა დისლოკაციის დასკვნას. ასევე ვნახე მისი მენჯ-ბარძაყის სახსრის რენტგენის სურათი და MRI-ის კვლევის სურათი. ამ კვლევებმა აჩვენა, რომ ართრიტი არის მენჯ-ბარძაყის ორივე სახსარში.

როდესაც ის ციხის ერთ-ერთ დაწესებულებაში იყო გადაყვანილი, გადაჰყავდათ უცნაურ პოზიციაში, რა დროსაც დააზიანეს მისი კისერი. მას, ასევე რამდენჯერმე ჰქონდა გულყრა. ვფიქრობ, რომ მენჯ-ბარძაყის ორივე სახსარში და მხრის სახსარში აღმოჩენილი ართრიტი შეიძლება იყოს ტოქსიკური ზემოქმედების შედეგი. ვერცხლისწყალი არის ის ელემენტი, რომელიც ჩვეულებრივ იწვევს ხოლმე სახსრების დაზიანებას“, - აცხადებს ჯეიმს კობი.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა