მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

ოსიმენი: კვარაცხელია ფუნდამენტურია, სპალეტი შთაგონების წყარო, მიზანი კი მხოლოდ სკუდეტო არაა

ნახვები: 356 ოსიმენი: კვარაცხელია ფუნდამენტურია, სპალეტი შთაგონების წყარო, მიზანი კი მხოლოდ სკუდეტო არაა
"ნაპოლის" თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა Radio Kiss Kiss-სთან განაცხადა, რომ "იუვენტუსთან" მოგებული მატჩის შემდეგ გულშემატკივართა სიხარულის გამო ბედნიერი იყო, "კრემონეზესთან" წაგება მტკივნეული გახლდათ, შეცდომების გამოსწორებაა საჭირო, "სალერნიტანასთან" დაპირისპირებისთვის სერიოზულად ემზადებიან, სერია A-ში სიურპრიზები მოსალოდნელია, მეტოქეს პატივს სცემენ, მაგრამ სამი ქულა სჭირდებათ.

ოსიმენის თქმით, მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი მისთვის შთაგონების წყაროა, ვარჯიშის დასრულების შემდეგ ტაქტიკაზე ხშირად მუშაობენ, მიზანი მხოლოდ სკუდეტო როდია, რამეთუ "ნაპოლი" ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, სეზონის ბოლოს გამარჯვება ფანებთან ერთად უნდა იზეიმონ და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც გააკეთა კომენტარი:

 

"ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი
 
ფეხბურთელია, ვისთან ერთადაც მითამაშია, წარმოუდგენელი ტექნიკა აქვს. თუმცა, ვერ დავივიწყებ სხვა ძლიერ პარტნიორებსაც - ლორენცო ინსინიესა და დრის მერტენსს, მაგრამ "კვარა" ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და მიუხედავად ამისა, დაამტკიცა, რომ გუნდისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობისაა.

ეს მისთვის მხოლოდ დასაწყისია, ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებით, ბევრ გადაცემას მიკეთებს და მიხარია, რომ "ნაპოლიში" იზრდება და დიდი ფეხბურთელი ხდება. არ ვფიქრობ, რომ მისგან მეტის მოთხოვნა შეგვიძლია, თუმცა იმედია, მომავალში უფრო მეტის გაკეთებას შეძლებს.
 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა