მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

იენს სტოლტენბერგი - ახალი სამხედრო დახმარება უკრაინას შეტევების განხორციელების საშუალებას მისცემს

ნახვები: 424 იენს სტოლტენბერგი - ახალი სამხედრო დახმარება უკრაინას შეტევების განხორციელების საშუალებას მისცემს

ახალი სამხედრო დახმარება უკრაინას შეტევების განხორციელების საშუალებას მისცემს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა „რამშტაინის” ფორმატში შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, იმ ფაქტს, რომ უკრაინა ჯავშანტექნიკის, ქვეითთა საბრძოლო მანქანებისა და ტანკების ასობით ახალ ერთეულებს მიიღებს, კიევისთვის უდიდესი მნიშვნელობა ექნება.

სტოლტენბერგის თქმით, ეს დახმარება უკრაინელებს არა მხოლოდ რუსეთის ახალი შეტევებისგან თავდაცვის, არამედ ტერიტორიების დასაბრუნებლად საკუთარი შეტევითი ქმედებების განხორციელების საშუალებას მისცემს.

კითხვაზე, აზარალებს თუ არა გერმანია ევროპულ ერთიანობას რაკი Leopard 2 ტანკების გადაცემაზე თანხმობა ჯერ არ განაცხადა, სტოლტენბერგმა უპასუხა, რომ “კონსულტაციები გაგრძელდება”. მან აღნიშნა, რომ ომის დაწყებიდან დახმარების ნაირსახეობები ყოველთვის იცვლებოდა.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, გერმანია ერთ-ერთი მოკავშირეა, რომელიც ყველაზე მეტად ეხმარება უკრაინას.

“არტილერია, საბრძოლო მასალა, საჰაერო თავდაცვის სისტემები და ახლა Marder-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორები. გერმანია მართლაც არის ძალიან ბევრ სფეროში უკრაინის დახმარების ლიდერი”, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა