მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

ლევან ხაბეიშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე რეგიონებში საკრებულოს წევრებს მხარდამჭერი ბრიფინგების ჩატარებას სთხოვს

ნახვები: 591 ლევან ხაბეიშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე რეგიონებში საკრებულოს წევრებს მხარდამჭერი ბრიფინგების ჩატარებას სთხოვს

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პარტიის ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია რეგიონებში საკრებულოს წევრებს ურეკავს და სთხოვს, რომ მისი მხარდამჭერი ბრიფინგები ჩაატარონ.

„პარტიის ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე ურეკავს რეგიონებში საკრებულოს წევრებს და სთხოვს, რომ მისი მხარდამჭერი ბრიფინგები ჩაატარონ. 63 რაიონია საქართველოში და ამ დროისთვის ორი ორგანიზაცია ჩააგდო ასეთ უხერხულ მდგომარეობაში… მაქვს ინფორმაცია, რომ კიდევ რამდენიმე რაიონში აპირებს მსგავსი ბრიფინგების გაკეთებას.

კარგი იქნებოდა, მიშას სიცოცხლისთვის და რუსული ოცნების წინააღმდეგ ბრძოლა მოეთხოვა ასეთივე დაჟინებით, როგორც საკუთარი თავისთვის მხარდაჭერის გამოცხადებაა…

უცნაურია, პარტიის მოქმედი თავმჯდომარე რას ამტკიცებს 63 რაიონიდან მაქსიმუმ 7-8-ში ასეთი ბრიფინგებით?! ვის აკვირვებს?! ან რას გვიმტკიცებს?! ანუ, მისივე დაწერილი საკრებულოს სიებიდან რომ რამდენიმე მხარს უჭერს, ეს არის გასაოცარი?!

ჩემო ძვირფასებო, დაჰყევით და ნუ გაუწევთ წინააღმდეგობას… 10 დღეში დამთავრდება ეს განუკითხაობა და რეალურ საქმეს მივხედავთ, რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ, მიშას და ქვეყნის თავისუფლებისთვის“, – წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა