ირაკლი კობახიძე - მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი
ევროპარლამენტი ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, კახა კალაძის, შალვა პაპუაშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის დასანქცირებას მოითხოვს
ევროპარლამენტის უპრეცენდენტოდ მკაცრი რეზოლუცია საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ
ირაკლი კობახიძე - რეალურად, გერმანიას საქართველოში დღეს ელჩი არ ჰყავს, ეს არის ყველაზე სწორი სტატუსი რაც ე.წ ელჩს შეეფერება
თიბისი კონცეპტი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ტრადიციული მხარდამჭერია
მამუკა ხაზარაძე - მნიშვნელოვანია „ქართული ოცნების” იზოლაცია და დელეგიტიმაცია ყველა ოპოზიციურმა ძალამ განახორციელოს
ე.წ. პარლამენტმა ე.წ.მთავრობას ნდობა გამოუცხადა
„ძლიერმა საქართველომ“ ე.წ. პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა

როტშილდები 21-ე საუკუნეში - რას საქმიანობენ ოჯახის უმდიდრესი წევრები დღეს

22.01.2023 ნახვები: 921

როტშილდების ოჯახის სახელი დღეს დაკავშირებულია უზარმაზარ სიმდიდრესთან, ძალაუფლებასთან და შეთქმულების თეორიასთან, თუმცა სინამდვილეში, როტშილდები უნიკალური ოჯახია, რომელმაც შეძლო და ბოლო სამი საუკუნის განმავლობაში და უზარმაზარი სიმდიდრე შეაგროვა.

მრავალეროვნულმა დინასტიამ მილიარდები საბანკო საქმიანობით დააგროვა. ამშელ როტშილდმა 1700-იან წლებში ფრანკფურტში, მოკრძალებული ბიზნეს საქმიანობით შთამომავლებისთვის წარმოუდგენელი ფინანსური მომავლის შექმნა შეძლო.

შემდეგ მისი შთამომავლები დაქორწინდნენ სამეფო ოჯახის წევრებზე და სხვა შეძლებულ ადამიანებზე- მათ შორის როკფელერებზე და ჰილტონებზე.

 

ამჟამად, ოჯახის მთლიანი ქონება 400 მილიარდ დოლარს შეადგენს, ზოგიერთი შეფასებით კი 1 ტრილიონ დოლარსაც აღწევს.

მოდით, გადავხედოთ როტშილდების ოჯახის უმდიდრეს ცოცხალ წევრებს:

fdryhrehu758i-1674221306.jpg

ნადინ დე როტშილდი - 100 მილიონი დოლარი

ფრანგი მსახიობისა და მწერლის ნადინ დე როტშილდის ქონება 100 მილიონი დოლარია.

ის 1932 წლის აპრილში საფრანგეთში, სენტ-კვენტინში დაიბადა. ნადინ როტშილდი არის ბანკირის, ედმონდ ადოლფ დე როტშილდის ქვრივი, ასევე როტშილდების დინასტიის წევრი. მან კარიერა მხატვარ ჟან-გაბრიელ დომერგისთან მოდელობით დაიწყო.

მისი პირველი როლი იყო 1949 წლის მოკლემეტრაჟიან ფილმში Un chien et madame. შემდგომში ითამაშა ფილმებში, როგორიცაა The Sleepwalker, Le passage de Venus და სხვა.

fgdet6wzsu478-1674221353.jpg

ედუარდ დე როტშილდი - 300 მილიონი დოლარი

ედუარდ დე როტშილდი ნეილი-სურ-სენში დაიბადა. ის არის გაი დე როტშილდის (1909–2007) და მარი-ჰელენ ვან ზუილენ ვან ნიველტის (1927–1996) ვაჟი. მისი მამა ებრაელია, დედა კი ნახევრად სირიელი.

ედუარდი პარიზში, კერძო სკოლა Cours Hattemer-ში სწავლობდა.

შემდე სამართალს სწავლა საფრანგეთში, პანთეონ-ასასის უნივერსიტეტში გააგრძელა და 1985 წელს დაამთავრა ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სტერნის ბიზნესის სკოლა.

ედუარდი მედიისგან დამოუკიდებლად, ჩრდილში ამჯობინებს ცხოვრებას.

srery76r54tu8fi-1674221377.jpg

ლინ ფორესტერ დე როტშილდი - 673,6 მილიონი დოლარი

ლედი ლინ ფორესტერ დე როტშილდი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქალია ბრიტანეთში, რომლის ქონება დაახლოებით 673,6 მილიონი დოლარია.

მისი სიმდიდრის უმეტესი ნაწილი, მესამე ქორწინების დამსახურებაა ბრიტანელ მილიონერ ბიზნესმენთან სერ ეველინ რობერტ ადრიან დე როტშილდთან.

dryheedu85rt8-1674221393.jpg

ნათანიელ როტშილდი - 1 მილიარდი დოლარი

The New York Times-მა ნათანიელ როტშილდს უწოდა "ადამიანი, რომელიც შეიძლება გახდეს ყველაზე მდიდარი როტშილდი".

“ნატ“ როტშილდი, რომელიც სულ რაღაც 50 წლისაა, არის ბარონ როტშილდის ტიტულის არჩეული მემკვიდრე, რომელსაც ახლა მისი მამა, იაკობი ატარებს. მან გამოიყენა თავისი ოჯახის გამოცდილება და ჩამოაყალიბა კომერციული ინტერესების ფართო სპექტრი, მუშაობდა ჰეჯ-ფონდებში და ინვესტიცია ჩადო ნახშირის მოპოვებაში მთელს მსოფლიოში.

მისი სავარაუდო წმინდა ქონება დაახლოებით 1 მილიარდ დოლარს შეადგენს.

hyrfdywszeu757-1674221417.jpg

ჯეიმს როტშილდი - 1,3 მილიარდი დოლარი

ფინანსისტი და ბანკის მემკვიდრე ჯეიმს როტშილდი, როტშილდების ოჯახის კიდევ ერთი უზომოდ მდიდარი წევრია.

ბრიტანელი მეწარმე მუშაობს მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ საბანკო ინსტიტუტში Rothschild Asset Management-ში. ის არის გარდაცვლილი ამშელ როტშილდის ვაჟი, ბრიტანული როტშილდების ოჯახის ერთ-ერთი უმდიდრესი წევრი და ასევე ცნობილია მისი ქორწინებით ანალოგიურად მდიდარ მემკვიდრესთან ნიკი ჰილტონთან.

წყვილს ჰყავს ორი ქალიშვილი, ლილი და თეოროდორა. ჯეიმს როტშილდის სავარაუდო წმინდა ქონება 1,3 მილიარდ დოლარს შეადგენს.

fseyhujreid-1674221436.jpg

არიან დე როტშილდი - 1,5 მილიარდი დოლარი

ბარონესა არიან დე როტშილდი არის ფრანგი ბანკირი და Edmond de Rothschild Group-ის საბჭოს პრეზიდენტი. ის არის პირველი ქალი, რომელიც მართავს Rothschild-ის დაარსებულ ფინანსურ ინსტიტუტს. იგი დაქორწინებული იყო ბენჯამინ დე როტშილდზე, თუმცა მეუღლე 2021 წელს გარდაეცვალა.

ju5r4dije58ie-1674221456.jpg

იაკობ როტშილდი - 5 მილიარდი დოლარი

გავრცელებული მონაცემებით, მე-4 ბარონი როტშილდი - იაკობი, დაახლოებით 5 მილიარდ დოლარს ფლობს. ის ნათანიელ როტშილდის მამაა. იაკობ როტშილდი არის ბრიტანელი საინვესტიციო ბანკირი, რომელიც მუშაობდა ლონდონის უამრავ ბანკში. ის ასევე არის ცნობილი ქველმოქმედი და ხელოვნების გულშემატკივარი.

ry6exsy74ws37as-1674221477.jpg

დევიდ მაიერ დე როტშილდი - 10 მილიარდი დოლარი

დევიდ მაიერი არის ცნობილი მკვლევარი და გარემოსდამცველი, რომელიც მონაწილეობდა სხვადასხვა პოლარულ და ტროპიკულ ექსკურსიებში და ოკეანის პლასტიკით დაბინძურების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად, გემ პლასტიკიზე ცურავდა.

ენთუზიაზისტმა გარემოსდამცველმა დაწერა წიგნების სერია, სადაც დეტალურადაა აღწერილი მისი მოგზაურობის თავგადასავლები.

სხვადასხვა წყაროების მიხედვით, 10 მილიარდი დოლარიდან უმეტესი ნაწილი მან მემკვიდრეობით მიიღო.

წყარო: bpn.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა