ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა ერთიანია, რადგან ძლიერია - უკრაინა ძლიერია, რადგან ერთიანია

ნახვები: 484 ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა ერთიანია, რადგან ძლიერია - უკრაინა ძლიერია, რადგან ერთიანია

უკრაინა ერთიანია, რადგან ის ძლიერია. უკრაინა ძლიერია, რადგან ის ერთიანია , - უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობას „უკრაინის ერთიანობის დღე“ ამ სიტყვებით მიულოცა.

ზელესნკის თქმით, „თუ ბრძოლა არ შეწყდა, ადრე თუ გვიან ერთიანი და დამოუკიდებელი სახელმწიფო აღდგება. თუ ჭეშმარიტი ერთიანობა არ იქნა მიღწეული, დამოუკიდებლობა დაიკარგება“.

„მებრძოლები კიევიდან, ლვოვიდან, კრივი-რიჰიდან, ჟიტომირიდან, ლუგანსკიდან და მრავალი სხვა ქალაქიდან იბრძვიან მარიუპოლისთვის, კუპიანსკისა და იზიუმისთვის. და მებრძოლები იზიუმიდან, კუპიანსკიდან, მარიუპოლიდან და მრავალი სხვა ქალაქიდან იბრძვიან ავდიივკას, ბახმუტისა და სოლედარისთვის. ჩვენ ყველა ერთად ვიცავთ კიევს. და ჩვენ ყველა ერთად ვიცავთ ხარკოვს. და ჩვენ ყველა ერთად ვათავისუფლებთ ხერსონს. ჩვენ ყველა ერთად, არ აქვს მნიშვნელობა, სად დავიბადეთ და გავიზარდეთ, დღეს ვამბობთ: მე დავიცავ ჩემს უკრაინას“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ისინი გაიმარჯვებენ ერთად და მთელი უკრაინა გაიგებს გამარჯვების ხმებს.

“ძვირფასო უძლეველო ხალხო, გილოცავთ უკრაინის ერთიანობის დღეს!”, - დასძინა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა