ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ვერ გაგიმეტებთ, ყოველდღიურობით დაღლილ ადამიანებს, რომელი საათია? ნიკოს საათი არ დაგვიბრუნდა - ნიკო კვარაცხელიას დედის სულის შემძვრელი მიმართვა

ნახვები: 1043 ვერ გაგიმეტებთ, ყოველდღიურობით დაღლილ ადამიანებს, რომელი საათია? ნიკოს საათი არ დაგვიბრუნდა - ნიკო კვარაცხელიას დედის სულის შემძვრელი მიმართვა

"ნივთები დაგვიბრუნდა, ექსპერტიზა ნივთებისა დასრულდა.
საათი?
საათი, ჩემი ტვინის სფეროებში ჩაჭედილი ფიქრისა არ იყოს, რომელიღაც ინსტანციის დერეფანში გაიჭედა….
ხოდა არ დაბრუნდა…
ადამიანებო ხმამაღლა ვკითხულობ გალაქტიონისა არ იყოს,
რომელი საათია ????", – ამის  შესახებ ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“როგორც კი ცის კაბადონზე პირველი ვარსკვლავი ამოანათებს, როცა დღე და ღამე უკვე ერთმანეთს ზღურბლთან ემშვიდობება, ფიქრები განსაკუთრებით ირევა ხოლმე და ტვინის სფეროებს შორის მარტივ გასავალს ეძებენ, ზოგჯერ ისეც ხდება სფეროებს შორის ფიქრი გაიჭედება და აი მაშინ დგება ის მომენტი, როცა გაჭედილი ფიქრი დუელში იწვევს გულს და ბრძოლა იწყება, ღვთის შეწევნით უკანასკნელი ყოველთვის იმარჯვებს…

მას მერე ძალას ვიკრებ და გიყვებით, თქვენამდე შედეგი მომაქვს ნაკლებად ემოციურად, გაუსაძლისია ბრძოლის შედეგად მიღებული დაღლა და ტკივილი გადმოგცეთ, ვერ გაგიმეტებთ, ისედაც დაზაფრულ და ყოველდღიურობით დაღლილ ადამიანებს.

აი დღეს ძალიან ამოფეთქა, ამოფეთქა და გალაქტიონში დაიწრიტა…

“ახლა, რა თქმა უნდა, ძლიერ გვიანაა.
გულში მწუხარებამ ღამე გაათია…
მაინც არ მასვენებს მწარე სინანული –
რომელი საათია? რომელი საათია?”

წელიწადი და ოთხი თვეა საათს ვეძებ, ნიკოს მაჯის საათს (ამ ფოტოზე რომ უკეთია ნიკოს) ჩვენთვის უძვირფასეს საათს, რომელზეც მუდმივად ალბათ კალენდარით 15 სექტემბერია, დრო კი 16:39 წუთი…

ნივთები დაგვიბრუნდა, ექსპერტიზა ნივთებისა დასრულდა.
საათი?
საათი, ჩემი ტვინის სფეროებში ჩაჭედილი ფიქრისა არ იყოს, რომელიღაც ინსტანციის დერეფანში გაიჭედა….
ხოდა არ დაბრუნდა…
ადამიანებო ხმამაღლა ვკითხულობ გალაქტიონისა არ იყოს,
რომელი საათია ????

“ფიქრში გახვეულა ბნელი დერეფანი,
ღამის მეეტლე რომ ვეღარ დაატია.
ისევ ნერვიულად რეკავს ტელეფონი, –

რომელი საათია? რომელი საათია?”

P.S. ეს იმ სერიიდანაა მე რომ ვიცი და თქვენც რომ იცით დროც და საუკუნეც”, – წერს იზა ომაძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა