სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალ ხელმძღვანელად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა – გიორგი პატარიძემ თანამდებობა პროკურატურის რეკომენდაციის შემდეგ დატოვა
Sybiha reacts ironically to idea of nominating Orbán for UN Secretary-General
Zelensky: Hegseth’s approval for Patriot missiles has been pending for nearly a month
პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვა – მანამდე პროკურატურამ მისი უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
ზაზა ბიბილაშვილი: „ქართული ოცნების“ სარჩელის დაკმაყოფილება 2008 წელს რუსეთის სამხედრო აგრესიის ლეგიტიმაციას ნიშნავს
პროკურატურა პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს – გიორგი პატარიძის საკითხზე იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართეს
მიხეილ სააკაშვილი: ბათუმიდან წამოვა ტალღა, რომელიც თბილისში ამ რეჟიმს წალეკავს – ქვეყანა სრული გაპარტახებისკენ მიდის
გოგნის ქარის ელექტროსადგური – როგორ შეიძლება ერთმა ინვესტიციამ რამდენიმე სოფლის ეკონომიკა შეცვალოს

გია ვოლსკი: „ცხელი გაზაფხულის" დაანონსება წარუმატებელი იქნება

ნახვები: 497 გია ვოლსკი: „ცხელი გაზაფხულის" დაანონსება წარუმატებელი იქნება

ეს „ტრიუმვირატი" ვერანაირად ვერ პასუხობს ვერც ერთ კრიტერიუმს, რომელიც ახასიათებს ეროვნული ინტერესების გარშემო გაერთიანებულ პოლიტიკურ ძალას - „ცხელი გაზაფხულის" დაანონსება წარუმატებელი იქნება, - ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე - სპიკერი გია ვოლსკი "გირჩი -მეტი თავისუფლებას," "სტრატეგია აღმაშენებლის", "დროას" და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების მიერ 24 თებერვალს დაანონსებულ აქციას.

ვოლსკის თქმით, მათ საზოგადოების მხარდაჭერა არ ექნებათ, რადგან ის პოზიცია, რომელიც დღეს ხელისუფლებას გააჩნია, ოპტიმალურია იმისთვის, რომ სტაბილურობა შენარჩუნდეს და განვითარება უზრუნველყონ.

"აქციებიც დაშვებულია და აზრის გამოხატვის ყველანაირი რესურსიც არსებობს, ეს ოპოზიციას არასდროს შეზღუდვია, არ არსებობს მექანიზმი, რომელიც შეზღუდავს, მაგრამ საზოგადოებისთვის საგანგებო მნიშვნელობა აქვს, ვინ ეძახის თავის თავს "ეროვნულ მოძრაობას" ან ეროვნული მოძრაობის საწყისად ვინ აცხადებს საკუთარ პოლიტიკურ ამბიციას, რომ გახდეს პროცესების ლიდერი. თუკი ამას ყველაფერს გავაანალიზებთ, ეს "ტრიუმვირატი" ვერანაირად ვერ პასუხობს ვერც ერთ კრიტერიუმს, რომელიც ახასიათებს ეროვნული ინტერესების გარშემო გაერთიანებულ პოლიტიკურ ძალას. უამრავი ნიშნით შეიძლება შეფასდეს ეს პოლიტიკური გაერთიანება: უცნაურობით, თავის ეკლექტურობით, წარსულით, აწმყოთი, მე ვფიქრობ, მომავალში პერსპექტივა არ გააჩნიათ.

საკმაოდ დიდი ხანია ეს ხალხი ექსპლუატაციას უწევს გარკვეულ თემებს, რუსეთის თემას, ახლა უკრაინის თემა მიეცათ სასპეკულაციოდ, მაგრამ ნაკლებად მჯერა, რომ მართლაც განიცდიან იმ მდგომარეობას, რომელშიც უკრაინა აღმოჩნდა, პირიქით, ამ ვითარებიდან გამომდინარე ფიქრობენ, როგორმე რაც შეიძლება მეტი პოლიტიკური დივიდენდი მიიღონ. მათი განცხადებები, დამოკიდებულება საკითხებისადმი, რუსული ფულისადმი, ოკუპაციისადმი გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ დაანონსება "ცხელი გაზაფხულისა", წარუმატებელი იქნება, საზოგადოება ამას არ დაუჭერს მხარს,"- განაცხადა ვოლსკიმ.

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილი 24 თებერვალს, საქართველოს ევროპული არჩევანის მხარდამჭერ და უკრაინის სოლიდარობის აქციას გამართავს

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა