ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

თბილისის „დინამომ“ თურქეთიდან კონგოს ნაკრების მცველი დაიმატა

ნახვები: 482 თბილისის „დინამომ“ თურქეთიდან კონგოს ნაკრების მცველი დაიმატა

ფრანსის ნზაბა „დინამო თბილისის“ ახალწვეულია. 20 წლის კონგოელი ცენტრალური მცველი საქართველოს ჩემპიონს სტამბოლის „ბაშაკშეჰირიდან“ შეუერთდა.

ფრანსის ნზაბა კონგოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველია. „დინამოს“ პრესსამსახურის ცნობით, თბილისელებს ის თურქეთის სუპერლიგის გუნდიდან ერთწლიანი იჯარით შეუერთდა.

კონგოელი ფეხბურთელი დაიბადა 2002 წლის 17 ივლისს. პროფესიული კარიერა ბრაზავილის „დიაბლს ნუარში“ დაიწყო 2021-22 წლების სეზონში, სადაც კონგოს თასის მფლობელი გახდა. 2022 წლის 9 მაისს სამწლიანი კონტრაქტით გადავიდა „ბაშაკშეჰირში“, სადაც ასაკობრივ გუნდებში ასპარეზობდა. მიმდინარე სეზონში კი, მთავარი გუნდის წევრი გახდა და სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ნზაბა კონგოს ნაკრებში შარშან მიიწვიეს, სადაც 2022 წლის 29 მარტს სიერა ლეონესთან (2:1) ამხანაგური შეხვედრა ითამაშა.

„ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ისტორიული კლუბის წევრი გავხდი. მოტივირებული ვარ, ბევრი ვიშრომო, ყველას ვანახო ჩემი კლასი და კლუბს დასახული მიზნების მიღწევაში დავეხმარო. მივესალმები „დინამოს“ გულშემატკივრებს – თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე კი, გპირდებით, ყველაფერს გავაკეთებ, რომ თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინო და თქვენთან ერთად წარმატებას მივაღწიო“, – განაცხადა „დინამოში“ გადმოსვლის შემდეგ, გუნდის ახალწვეულმა.

კონგოელი ცენტრალური მცველი „დინამოს“ თურქულ შეკრებაზე, უახლოეს დღეებში, შეუერთდება და გუნდთან ერთად 2023 წლის სეზონისთვის მზადებას დაიწყებს.

1TV.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა