მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

ალექსანდრე რაქვიაშვილი - კახა კალაძის შანსები საკმაოდ მაღალია, ოპოზიციის მხარეს ვერ ვხედავ რესურსს, რომ სათანადო კონკურენცია გაუწიონ

ნახვები: 426 ალექსანდრე რაქვიაშვილი - კახა კალაძის შანსები საკმაოდ მაღალია, ოპოზიციის მხარეს ვერ ვხედავ რესურსს, რომ სათანადო კონკურენცია გაუწიონ

„გირჩის" წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში კახა კალაძეს გამარჯვების საკმაოდ მაღალი შანსი აქვს.

მისივე თქმით, ოპოზიციის მხარეს ვერ ხედავს რესურსს, რომ მას სათანადო კონკურენცია გაუწიონ.

„კონკრეტულად, კახი კალაძის შანსები საკმაოდ მაღალია. ყველაზე რეიტინგული ფიგურაა „ქართულ ოცნებაში"და ბუნებრივია, კანდიდატი ის გახდა. ოპოზიციის მხარეს არც კი ვხედავ რესურსს, რომ სათანადო კონკურენცია გაუწიონ. თუმცა დაახლოებით ორი თვე დაგვრჩა და ვნახოთ, რა მოხდება.

გაერთიანებული ოპოზიციის იდეა მცდარია, თუმცა ამ კონკრეტულ სიტუაციაში ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მრავალფეროვნებაა, რათა ყველა ამომრჩეველმა ისეთი პარტია დაინახოს სიაში, რომელიც მისთვის უფრო საინტერესო იქნება. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ლოკალურ დონეზე კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე შეიძლება სხვადასხვა ტიპის შეთანხმებები იყო. ასეთი მოლაპარაკებები მიმდინარეობს კიდეც. მაგრამ გლობალურად თუ გადავხედავთ, პირიქით, დამაზიანებელი იქნება ოპოზიციისთვის, თუ ჩვენ დავინახავთ, რომ „ქართული ოცნება" და „ნაციონალური მოძრაობა", ასევე მის ირგვლივ გაერთიანებული სხვადასხვა ოპოზიციური ძალები არიან. ეს იქნება ოპოზიციისთვის გარანტირებული წაგება", - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

რაც შეეხება მესამე პოლიტიკური ძალის შესახებ იდეას, რაზეც „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე საუბრობს, რაქვიაშვილი ამბობს, რომ მხოლოდ საუბრისგან არაფერი გამოვა.

„მესამე ძალის იდეა იმდენი ხანია, არსებობს ჩვენს ქვეყანაში, რომ უბრალოდ საუბრისგან არ ჩამოყალიბდება. თუ აღმოჩნდება, რომ ჩვენს ქვეყანაში გაჩნდა პარტია, რომელსაც რეიტინგი აქვს 14 პროცენტი და ის არ ასოცირდება არც „ქართულ ოცნებასთან" და არც „ნაციონალურ მოძრაობასთან", მესამე ძალად ჩამოყალიბდება. საუბრისგან, რომ მე ვარ მესამე ძალა, არაფერი არ გამოვა", - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა