მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

ადამ კინზინგერი - „ქართული ოცნება“ რუსეთისადმი სიყვარულს უკვე აღარც მალავს

ნახვები: 553 ადამ კინზინგერი - „ქართული ოცნება“ რუსეთისადმი სიყვარულს უკვე აღარც მალავს

„ქართული ოცნება“ რუსეთისადმი სიყვარულს უკვე აღარც მალავს, - ამის შესახებ ამერიკელმა ყოფილმა კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმა „ტვიტერზე“ განაცხადა და გააზიარა პოსტი, სადაც აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია CNN-ს საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში ადანაშაულებს.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, კობახიძემ განაცხადა, რომ „სი-ენ-ენ"-ის ჟურნალისტმა ქრისტიან ამანპურმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს, საქართველოს გავლით რუსეთში სანქცირებული საქონლის შეტანის თაობაზე, კითხვა დაუსვა, რომელიც „საქართველოსთან დაკავშირებულ ყალბ ინფორმაციას ეფუძნებოდა“.

როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა,"სი-ენ-ენი" არ არის რიგითი მედიასაშუალება და ამ ფაქტიდან კარგად ჩანს, რამდენად მასშტაბურია კოორდინაცია, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული. შესაბამისად, კობახიძის თქმით, "სი-ენ-ენ"-ის ჟურნალისტის მიერ გაჟღერებული ყალბი ინფორმაცია მყისიერ რეაგირებას საჭიროებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა