ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ანრი ოხანაშვილი - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ხაზგასმულია მთელი რიგი პოზიტიური ცვლილებები მართლმსაჯულების სისტემაში, ბიზნესის კეთების თვალსაზრისით

ნახვები: 492 ანრი ოხანაშვილი - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ხაზგასმულია მთელი რიგი პოზიტიური ცვლილებები მართლმსაჯულების სისტემაში, ბიზნესის კეთების თვალსაზრისით

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ხაზგასმულია მთელი რიგი პოზიტიური ცვლილებები, რომელიც საქართველომ განხორციელა მართლმსაჯულების სისტემაში, ბიზნესის კეთების თვალსაზრისით და ზოგადად ეკონომიკური კუთხით.

„აღნიშნულია და ხაზგასმულია, რომ საქართველო არის ერთ-ერთი საუკეთესო და პრაქტიკულად მოწინავე რიგებში ბიზნესის კეთების თვალსაზრისით. ასევე, ბიზნესისთვის თავისუფალი სივრცის შექმნის თვალსაზრისით, ეს პოზიტიურია", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ოხანაშვილის თქმით, ანგარიშში რა თქმა უნდა საუბარია გამოწვევებსა და შემდგომ რეფორმებზეც.

„ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საკითხები, სადაც საჭიროა შემდგომი რეფორმირება და ცვლილებები, ჩვენი საზოგადოების და ქვეყნის ინტერესების შესაბამისად განვახორციელოთ სისტემურად და გრძელვადიანად. ამ თვალსაზრისით ჩვენ მზად ვართ, რომ პარტნიორებთან ერთად განვაგრძოთ მჭიდრო თანამშრომლობა და მუშაობა. როდესაც საუბარია კონკრეტულ მოწოდებაზე, ჩვენ ყურადღებით ვისმენთ რჩევებს და რეკომენდაციებს. არის საკითხები, სადაც ჩვენ უნდა განვაგრძოთ შემდგომი რეფორმიერება. ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია მოსამართლეთა შესაბამისი რაოდენობა, რომ დროში შეფერხების გარეშე განიხილონ. ასევე, განიხილონ ყოველგვარი შეყოვნების გარეშე. მოსამართლეთა რაოდენობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა დავები არ შეყოვნდეს, უფრო კომპეტენტურად და შინაარსობრივად განიხილონ საკითხები. ამიტომ ავირჩიეთ ჩვენ ის მოსამართლეები, რომლებიც წარდგნენ უზენაეს სასამართლოში, რადგან სასამართლო სისტემაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა არის საქმეთა დიდი რაოდენობა და მოსამართლეთა სიმცირე. ამ საკითხის გადაჭრის ერთ-ერთი მექანიზმი არის სწორედ მოსამართლეების საკმარისი რაოდენობა, რომლებიც შეფერხების გარეშე შეძლებენ, საკითხები კომპეტენტურად გადაჭრან", - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2021 წლის საინვესტიციო კლიმატის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოზეც არის საუბარი. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ საერთო ჯამში, საქართველოში ბიზნესისა და ინვესტიციის პირობები დადებითია, თუმცა არსებობს ნდობის მზარდი დანაკლისი სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა