მარტა კოსი: ევროკავშირში არ არსებობს საკმარისი მხარდაჭერა ივანიშვილის, კობახიძისა და პაპუაშვილის სანქცირებისთვის
ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა

დავით მათიკაშვილი - არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს, მისი დაშანტაჟება შეუძლებელია

ნახვები: 460 დავით მათიკაშვილი - არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს, მისი დაშანტაჟება შეუძლებელია

ომის დაწყების შემდგომ არის არაფორმალური მცდელობა დასანქცირების. ეს კარგად ახსნეს ივანიშვილის ადვოკატებმა - არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს, მისი დაშანტაჟება შეუძლებელია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა CS Victims სტატიას, რომლის თანახმად, ივანიშვილი ადასტურებს პოლიტიკურ ზეწოლას Credit Suisse-თან სამართლებრივ დავაში.

 

მათიკაშვილის თქმით, მსგავსი განცხადებები, რომელიც რეალობას ასახავს, აქამდეც ვრცელდებოდა ივანიშვილის ადვოკატების მხრიდან და ადგილი აქვს მცდელობას ბიძინა ივანიშვილი აიძულონ ხელისუფლებაში დაბრუნდეს და გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომელიც საქართველოს ომში ჩართავს.

 

„ომის დაწყების შემდგომ არის არაფორმალური მცდელობა დასანქცირების. ეს კარგად ახსნეს ადვოკატებმა საკუთარ განცხადებაში, რომ იყო და არის იმის მცდელობა, რომ ბიძინა ივანიშვილი აიძულონ ხელისუფლებაში დაბრუნდეს და შემდგომ მან გადადგას ის ნაბიჯები, რომელიც ე.წ. გლობალური ომის პარტიის ინტერესებში შედის და საქართველო ჩაერთოს ომში, გაიხსნას მეორე ფრონტი. სწორედ ამ ზეწოლაზე საუბრობენ ადვოკატები და ადრეც იყო არაერთი განცხადება გაკეთებული, რომ შვეიცარიული ბანკი საკუთარი რეპუტაციის დაზიანების ხარჯზე ასრულებს ისეთ დავალებებს და დგამს ნაბიჯებს, რომელიც არც საბანკო სისტემის რეპუტაციას შეესაბამება და საქმიან ურთიერთობებში მსგავსი ქცევა არ არის მიღებული. აშკარაა, რომ ხდება კონკრეტულ პიროვნებაზე ზეწოლა და შანტაჟი, რომ მან გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელსაც არ დგამს, ეს არის მოცემულობა, რომელზეც ადვოკატებმა ისაუბრეს,“ - განაცხადა მათიკაშვილმა.

 

კითხვაზე, თუკი ევროპარლამენტის რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს, როგორც „ქართული ოცნების“ წევრები ამბობდნენ, ეს წინააღმდეგობაში მოდის თუ არა ადვოკატების განცხადებასთან, სადაც ნათქვამია, რომ სწორედ რეზოლუციის შემდეგ აღარ მიეცა ივანიშვილს წვდომა იმ მცირე თანხაზე, რომელსაც აკონტროლებდა, მათიკაშვილი პასუხობს, რომ დოკუმენტს, რომელიც რეალობას არ ასახავს და მეცენატს ოლიგარქად წარმოაჩენს, არანაირი ღირებულება არ აქვს.

 

„ნებისმიერი უწყების მიერ გაკეთებული განცხადება, რომელიც რეალობას კი არ ასახავს, არამედ ცალკეული ჯგუფების ინტერესებს კონკრეტულ პიროვნებასთან მიმართებით, არ ქმნის არანაირ ღირებულებას და ამაზე იყო საუბარი. იქ, სადაც კონკრეტული პიროვნება მოხსენიებულია არასწორი, არარეალური შეფასებებით, ჩვენთვის, საქართველოსთვის ეს არის ქვეყანაზე თავდასხმა. საქართველო არანაირ ომში არ ჩაერთვება, ნებისმიერი ფურცელი არის ფარატინა ქაღალდი, სადაც საქართველოს შესახებ არის ცრუ ინფორმაცია მითითებული, მეცენატი ოლიგარქად არის გამოყვანილი, ხოლო დამნაშავე სააკაშვილი დემოკრატიისთვის მებრძოლ შუქურად. არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს, მისი დაშანტაჟება შეუძლებელია და ნებისმიერი მცდელობა შანტაჟისა, ფიასკოსთვის არის განწირული. დოკემენტებს, სადაც ტყუილია ჩაწერილი, ქვეყნისთვის ფასი არ აქვს,“ - განაცხადა მათიკაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა