ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ვიქტორ ორბანი - რუსეთის მიზანია, უკრაინა უკონტროლო ნანგრევებად აქციოს

ნახვები: 483 ვიქტორ ორბანი - რუსეთის მიზანია, უკრაინა უკონტროლო ნანგრევებად აქციოს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის თქმით, დასავლეთს უნდა ესმოდეს, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს არ შეუძლია, თავს წაგების უფლება მისცეს და არ წააგებს, რადგან ის მომავალ წელს საპრეზიდენტო არჩევნებში გეგმავს მონაწილეობის მიღებას, ომში დამარცხებული პრეზიდენტის რანგში კი მონაწილეობას ვერ შეძლებს.

ორბანის თქმით, რუსეთი ასევე არ მისცემს ნატო-ს უფლებას, წარმოდგენილი იყოს უკრაინაში.

მისი თქმით, დრო, როდესაც რუსეთს უკრაინის დაპყრობა ან პრორუსული რეჟიმის დამყარება შეეძლო, ჩავლილია.

„გამარჯვების სწრაფად მოპოვების შემთხვევაში ეს შესაძლებელი იქნებოდა, თუმცა ახლა მდგომარეობა უიმედოა. ამიტომ ახლა რუსეთის მიზანია, უკრაინა უკონტროლო ნანგრევებად აქციოს, რომ დასავლეთმა ვერ შეძლოს პრიზის სახით მისი მოთხოვნა“, – აღნიშნა ორბანმა.

უნგრეთის პრემიერი მიიჩნევს, რომ რუსები ამაში წარმატებული აღმოჩდნენ. „ის ახლა ავღანეთია, არავისი მიწა“, – განაცხადა ორბანმა.

როგორც პრემიერი განმარტავს, დასავლეთს არ ესმის, რომ უკრაინაში დრო რუსეთის მხარესაა. რუსეთი უზარმაზარი ქვეყანაა და შეუძლია უზარმაზარი არმიის მობილიზება, უკრაინას კი შეიარაღებული ძალების მარაგი ეწურება.

ორბანის თქმით, თუ რუსეთის საგაზაფხულო თავდასხმები წარმატებული იქნება, ნატო-ს ქვეყნებს მოუწევთ დასვან კითხვა, გაგზავნონ თუ არა სამხედროები საბრძოლველად უკრაინაში? ორბანი აღნიშნავს, რომ ამ საკითხს არ განიხილავენ აშშ-ში, თუმცა ამაზე ფიქრობენ ევროპელები, რომელთა ქვეყნებიც ომის გაფართოების შემთხვევაში განადგურების საშიშროების წინაშე დგანან.

ჟურნალისტების კითხვაზე, რეალურია თუ არა ნატო-ს ჯარებმა იბრძოლოს უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ, ორბანი პასუხობს: „თუ შეხედავთ ტენდენციას, დღემდე როგორ მოვედით, ეს გამორიცხული არ არის. დასავლეთი ომშია რუსეთთან. ეს არის რეალობა“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა