ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

გიორგი ჩალაძე - ყველას ამოცანა უნდა იყოს სააკაშვილის გადარჩენა და არა იმის ძახილი, რომ, აი, ვანოზე რაღაც თქვა

ნახვები: 492 გიორგი ჩალაძე - ყველას ამოცანა უნდა იყოს სააკაშვილის გადარჩენა და არა იმის ძახილი, რომ, აი, ვანოზე რაღაც თქვა

ყველას ამოცანა უნდა იყოს პრეზიდენტის გადარჩენა და არა იმის ძახილი, რომ, აი, ვანოზე რაღაცა თქვა, აი, კეზერაშვილზე რაღაც თქვა, ეს არის უკიდურესი სიმდაბლე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ჩალაძემ განაცხადა.

როგორც ჩალაძემ აღნიშნა,  ყურადღება უნდა მიექცეს, რა გაზეთში იბეჭდება პრეზიდენტის ინტერვიუები, ეს ნიშნავს საერთაშორისო ყურადღებას, ამ ინტერვიუს მიზანი არის პრეზიდენტის ჯანმრთელობისა და კატასტროფული ვითარების ხაზგასმა.

„როგორც ბატონმა პრეზიდენტმა თქვა, არ არის საჭირო ამ შეფასებაში შესვლა. რაც თქვა, უნდა იყოს ის ნათქვამი. როგორ გგონიათ, ახლა ჩალაძე სააკაშვილის კომენტირებას დაიწყებს? რაც იგულისხმა ადამიანმა, დაწერა ის, არ არის საჭირო ამის ინტერპრეტაცია არავის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ. რატომ დაიბეჭდა კი არა, ყურადღება უნდა მივაქციოთ, რა გაზეთში იბეჭდება პრეზიდენტის ინტერვიუები. ეს ნიშნავს საერთაშორისო ყურადღებას და ამ ინტერვიუს მიზანი არის პრეზიდენტის ჯანმრთელობისა და კატასტროფული სიტუაციის ხაზგასმა და არა – ვინმე ადამიანზე რაღაცა ჩირქის მოცხება თუ გამარჯვების დროშებით სირბილი. ჩვენი, ყველასი ერთად, მიზანი უნდა იყოს, ყურადღება მივაქციოთ ამ კრიტიკულ სიტუაციას და მოვძებნოთ გზები, აქედან როგორ გამოვიდეთ. ყველას ამოცანა უნდა იყოს პრეზიდენტის გადარჩენა და არა იმის ძახილი, რომ, აი, ვანოზე რაღაცა თქვა, აი, კეზერაშვილზე რაღაც თქვა, ეს არის უკიდურესი სიმდაბლე“, – განაცხადა ჩალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა