მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

ირაკლი ზარქუა - „ნაცმოძრაობა“ დაწყებული მათი ბელადიდან, დამთავრებული ხერხემალს რომ ეძახდნენ, მერაბიშვილით, ემსახურებოდნენ რუსულ ინტერესებს

ნახვები: 498 ირაკლი ზარქუა - „ნაცმოძრაობა“ დაწყებული მათი ბელადიდან, დამთავრებული ხერხემალს რომ ეძახდნენ, მერაბიშვილით, ემსახურებოდნენ რუსულ ინტერესებს

ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ სააკაშვილი თავისი ნებით არ ჩამოსულა, ჩამოიყვანეს გარკვეულმა ჯგუფებმა, – ამის შესახებ ირაკლი ზარქუამ მიხეილ სააკაშვილის შპიგელთან“ ინტერვიუს შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, მათი ამოცანა იყო რევოლუციის გზით მოსულიყო „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში.

ზარქუას განცხადებით, აღნიშნილი სცენარი არ გამოუვიდათ და ახლა ერთმანეთის ლუსტრაცია მოახდინეს.

„ჩემთვის მნიშვნელოვანია, რასაც ჩვენ ვამბობდით მანამდეც და ახლაც, რომ სააკაშვილი თავისი ნებით არ ჩამოსულა, მას დაუგეგმეს, ჩამოიყვანეს გარკვეულმა ჯგუფებმა. რისთვის? ხომ გაცხადდა, რომ აქ მოეხდინა ქაოსი, არეულობა, შემდეგ პარლამენტის პიკეტირება. არ ვიცი, რა მოსალოდნელი შედეგების იმედად იყვნენ, მაგრამ ამოცანა იყო რევოლუცია მოეხდინათ, ამ გზით მოსულიყო „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში, მეორე ფრონტი გახსნილიყო. ამოცანა იყო, ეს ყველაფერი გაეკეთებინათ, რამენაირად არჩევნებამდე. არ გამოუვიდათ და ახლა ხდება ლუსტრაცია ერთმანეთის.

ჩემთვის მერაბიშვილიც, ის მეორე ფლანგიც და სააკაშვილიც არის რუსული პროექტი და ამას ჩვენ ვამბობდით 2003 წელს, როდესაც ვარდების რევოლუცია მოახდინეს და ივანოვი იყო შუამავალი. ივანოვი ჩამოფრინდა და მან გადასცა შევარდნაძისგან ხელისუფლება, ხონჩით მიართვა სააკაშვილს. რაც სააკაშვილმა დაუფასა, შემდეგ სტრატეგიული ობიექტები გადასცა რუსებს, რუსული კომპანიები შემოიყვანა საქართველოში, შემდეგ რუსულ არმიას შემოუძღვა სააკაშვილი და 20% დაგვაკარგინა. ბოლოს, ჩვენს გმირ ბიჭებს დააბრალეს ომის ესკალაცია, იმ ევროსაბჭოს რეზოლუციაზე ხელისმოწერით, რითაც დასავლეთს უკვე შანსი გამოეცალა სანქციები დაეწესებინა რუსეთისთვის. ეს არის რეალობა. ისინი ყოველთვის მოქმედებდნენ ვიღაცის გავლენებით და დღემდე წარმოადგენენ გავლენის აგენტურას, ცალკეული ნაწილი კი სასარგებლო იდიოტს. ჩემთვის ეს პარტია პირველი დღიდანვე იყო რუსული ინტერესების გამტარებელი, დაწყებული მათი ბელადიდან, დამთავრებული ხერხემალს რომ ეძახდნენ, იგივე მერაბიშვილი და დანარჩენები. ყველანი ემსახურებოდნენ რუსულ ინტერესებს. ახლა უკვე თავიანთი პირითაც აღიარეს“, – განაცხადა ზარქუამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა